ონკოლოგიურ დაავადებათა სრული დიაგნოსტიკა და მკურნალობა ქირურგიის ეროვნული ცენტრის კლინიკებში

ონკოლოგიურ დაავადებათა სრული დიაგნოსტიკა და  მკურნალობა ქირურგიის ეროვნული ცენტრის კლინიკებში

რა არის "ტუმორ-ბორდი"?

ქირურგიის ეროვნული ცენტრის ბათუმის კლინიკაში ერთი წელია, რაც დანერგილია და წარმატებით ფუნქციონირებს ონკოლოგიური  შემთხვევების განხილვა  TUMOR BOARD-ის მეშვეობით.  TUMOR BOARD-ზე თითოეული პაციენტის დიაგნოზი  განიხილება, როგორც უნიკალური  შემთხვევა და მულტიდისციპლინური მიდგომის საფუძველზე ხდება ინდივიდუალური, მაღალეფექტური მკურნალობის და  დიაგნოსტიკის  მეთოდების შერჩევა, პაციენტის ინტერესის გათვალისწინებით.

 

"ტუმორ-ბორდს" ხელმღვანელობს ქირურგიის ეროვნული ცენტრის კლინიკური დირექტორი, ხოლო თბილისის კლინიკის  ექიმებთან ერთად მონაწილეობენ მსოფლიოს წამყვანი სპეციელისტები სხვადასხვა ქვეყნებიდან. გუნდში არიან ქირურგიის ეროვნული ცენტრის  ისეთი დარგების წამყვანი სპეციალისტები, როგორიცაა:  რადიაციული ონკოლოგი, ბირთვული მედიცინის სპეციალისტი, კლინიკური ონკოლოგი, ბრაქითერაპევტი, ონკოქირურგი, ჰიტოპათოლოგი, რადიოლოგი, თორაკოქირურგი, ნეიროქირურგი, ჰემატოლოგი და ყველა სხვა,  ვიწრო დარგის სპეციალისტი, საჭიროების მიხედვით.

 
  • საერთაშორისო მხარდაჭერა

მკურნალობის დაგეგმარებასა და  მართვაში აქტიურად არიან ჩართულები  ემორის უნივერსიტეტის რადიაციული ონკოლოგიის დეპარტამენტის ხარისხის განყოფილების უფროსი -პროფესორი ნათია ესიაშვილი და ესპანეთის „Genesis Care”-ის ონკოლოგიის მუნტიდისციპლინური ინსტიტუტის წამყვანი სპეციალისტი, ESTRO-ს საერთაშორისო რადიაციულ ონკოლოგთა საზოგადოებებთან  ურთიერთობის კომიტეტის წევრი, მურსიის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი მაია ჯუღაშვილი -ერნანდესი.

 
  • ციფრული ტექნოლოგიები და ხელოვნური ინტელექტი

პირველად საქართველოში,აღმოსავლეთ ევროპაში, აზიასა და პოსტსაბჭოთა სივრცეში ქირურგიის ეროვნული ცენტრის თბილისის კლინიკაში დაინსტალირებულია სრულად ციფრული Philips Vereos Digital PET/CT - პოზიტრონულ ემისიური კომპიუტერული ტომოგრაფი (PET/CT), რომლის საშუალებითაც შესაძლებელია  უმაღლესი ხარისხის და ზუსტი  კვლევის ჩატარება ონკოლოგიური დაავადებების, როგორც დიაგნოსტირების კუთხით, ასევე მკურნალობის შემდგომი მდგომარეობის შესაფასებლად.

პეტ/კტ კვლევა ტარდება თბილისის მერიის, ჯანდაცვის რეფერალური ფონდის, გამგეობებისა და ადგილობრივი რაიონული მუნიციპალიტეტების ფინანსური მხარდაჭერით, ასევე   კლინიკა აქტიურად თანამშრომლობს კერძო სადაზღვევო კომპანიებთან.

 

აჭარის რეგიონის მაცხოვრებლებისთვის ეს კვლევა სრულად ფინანსდება აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ.

 

ქირურგიის ეროვნული ცენტრის თბილისის კლინიკა აღჭურვილია, უახლესი თაობის, ყველაზე სწრაფი და ყველაზე ძლიერი , ციფრული 3  ტესლა სიმძლავრის მგნიტურ- რეზონანსული ტომოგრაფით (PHILIPS INGENIA ELITION X),რომელიც ხელოვნური ინტელექტის, ციფრული ტექნოლოგიის, მაგნიტური ველის განსაკუთრებული ჰომოგენურობის და არტეფაქტების მინიმუმამდე შემცირებით იძლევა უმაღლესი ხარისხის გამოსახულებას.

 

სხივური ამაჩქარებლები, რომლითაც აღჭურვილია ქირურგიის ეროვნული ცენტრი, არის საყოველთაოდ ცნობილი ამერიკული კომპანიის Varian-ის უახლესი, თანამედროვე და მაქსიმალურად დახვეწილი მოდელი, რაც იძლევა  მაღალი სტანდარტის სხივური თერაპიის და შეუფერხებელი მკურნალობის გარანტიას.