ინოვაციებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების როლი სამედიცინო პრაქტიკის განვითარებაში
ქირურგიის ეროვნული ცენტრი მართავს აკადემიკოს კონსტანტინე ერისთავის იუბილესადმი 132–ე და ქირურგიის ეროვნული ცენტრის დაარსებიდან 75-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ექიმთა მე–6 სამეცნიერო კონფერენციას თემაზე - „ინოვაციებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების როლი სამედიცინო პრაქტიკის განვითარებაში“.
კონფერენცია გაიმართება 10 დეკემბერს, ქ. თბილისში, სასტუმრო „თბილისი მერიოტის“ საკონფერენციო სივრცეში.
პროექტი მოიცავს როგორც კონფერენციას, ასევე ორ სიმპოზიუმს თემებით:
- „ონკოლოგიურ დაავადებათა თანამედროვე დიაგნოსტირებისა და მკურნალობის მეთოდები“;
- „ათეროსკლეროზისა და ცერებრო–ვასკულური სინდრომების დიაგნოსტირებისა და მკურნალობის პრინციპები“.
მოწვეულთა შორის არიან მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მეცნიერები და ექსპერტები, რომელთა გამოცდილების და ცოდნის გაზიარებაც მნიშვნელოვანია ქართული სამედიცინო საზოგადოებისთვის.