მსხვილი და სწორი ნაწლავის კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების თვე
მარტის დადგომასთან ერთად, მსოფლიო სამედიცინო საზოგადოება კიდევ ერთ მოვლენას აღნიშნავს, ეს გახლავთ „ლურჯი მარტი“ – კოლორექტალური (მსხვილი ან/და სწორი ნაწლავი) კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების თვე.
ამასთან დაკავშირებით, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, კიბოთი დაავადებული პაციენტების მხარდასაჭერად, მოსახლეობა ლურჯი ფერით იმოსება, რითაც კიდევ ერთხელ გვახსენებენ სკრინინგის მნიშვნელობას.
სწორი ნაწლავის ავთვისებიანი სიმსივნე წარმოიქმნება ლორწოვანი გარსის ეპითელური უჯრედებიდან და ახასიათებს მეზობელ ორგანოებში ჩაზრდა-მეტასტაზირება (გავრცელება). მის კლინიკურ სიმპტომატიკას განსაზღვრავს სიმსივნის ზრდის ფორმა, გავრცელების ხარისხი და ირგვლივ მდებარე ქსოვილებთან ურთიერთობა. შესაბამისად, ადრეული ფორმის სიმსივნეები, ძირითად შემთხვევებში, უსიმპტომოდ მიმდინარეობს.
კოლორექტალური კიბოს რისკ-ფაქტორებია:
- მსხვილი ნაწლავის პოლიპების ან/და კიბოს ოჯახური ისტორია;
- ნაწლავის ანთებითი დაავადება (კრონი ან წყლულოვანი კოლიტი);
- მემკვიდრეობითი დაავადება (ლინჩის სინდრომი);
- დიაბეტი ტიპი 2;
- ჭარბი წონა ან სიმსუქნე;
- მწეველობა;
- ფიზიკური უმოქმედობა;
- კვების რაციონში ალკოჰოლისა და წითელი ხორცის ჭარბი ოდენობა.
მოგვიანებით ეტაპზე, დეფეკაციისას თავს იჩენს ისეთი ცვლილებები, როგორიცაა:
- ფაღარათი;
- ყაბზობა;
- სისხლდენა სწორი ნაწლავიდან;
- სისხლიანი განავალი;
- მოვლითი ხასიათის ტკივილი მუცლის არეში;
- მეტეორიზმი;
- ნაწლავების ბოლომდე ვერ დაცლის შეგრძნება;
- სისუსტე ან დაღლილობა;
- წონაში უმიზეზოდ კლება.
მკურნალობის შემუშავების მიზანი, სწორი ნაწლავის კიბოს მართვის ხარისხის გაუმჯობესებაა, რომლის მისაღწევად უნდა განისაზღვროს დიაგნოსტიკური ალგორითმი, რომელიც მიმართული იქნება სწორი ნაწლავის ავთვისებიანი სიმსივნის როგორც მკურნალობის, ისე ადგილობრივი, რეგიონული და შორეული გავრცელების თავიდან ასარიდებლად.
გაითვალისწინეთ და გახსოვდეთ, რომ სიპტომები არ არის დამახასიათებელი კიბოს ადრეული ეტაპისთვის, დროული დიაგნოსტირება და მკურნალობა კი, განსაკუთრებით ეფექტურია მისი დროული აღმოჩენის შემთხვევაში, რომელთა შორის უმნიშვნელოვანესი კოლორექტალური კიბოს სკრინინგი გახლავთ. ეს არის პროფილაქტიკური გამოკვლევები, დაავადების განვითარების რისკის ჯგუფში მყოფ ადამიანებში, რათა დროულად განხორციელდეს კიბოსწინარე დაავადებების დროული გამოვლენა და მკურნალობა.
სწორი ნაწლავის კიბოს მკურნალობა შესაძლოა, იყოს: ქირურგიული, სხივური, მედიკამენტური ან კომბინირებული. მკურნალობის მეთოდი შეირჩევა, სიმსივნის ჰისტოლოგიური შენების და დაავადების სტადიის მიხედვით.
ქირურუგიის ეროვნული ცენტრის Tumor Board
ზოგადი ინფორმაციის სახით მოგახსენებთ, რომ ჩვენს კლინიკაში, სიმსივნის მკურნალობის მეთოდის არჩევა, თანამედროვე მიდგომით ხდება ონკოკონსიულიუმის მიერ, სადაც პაციენტის მდგომარეობის შეფასებასა და მკურნალობის მეთოდის განსაზღვრაში ერთობლივად მონაწილეობენ:
- კლინიკური ონკოლოგი;
- ქიმიოთერაპევტი;
- ონკოქირურგი;
- რადიოლოგი;
- ექიმი-მორფოლოგი;
- რადიოთერაპიის ექიმ-სპეციალისტი.
ასეთი კონსილიუმის წესით გადაწყვეტილი მკურნალობის მიმართულება კი, ითვლება თანამედროვე და შედეგზე ორიენტირებულ მეთოდად.
რადიოთერაპიის დეპარტამენტი
აღჭურვილია საყოველთაოდ ცნობილი ამერიკული კომპანიის Varian-ის თანამედროვე და მაქსიმალურად დახვეწილი 2018 წლის კლინიკურად ეკვივალენტური სხივური ამაჩქარებლებით Truebeam–ით და Vitalbeam–ით, რაც შეუფერხებელი მკურნალობის გარანტიას იძლევა.
ჩვენი რადიოთერაპიის დეპარტამენტის გუნდის თითოეული წევრის მიზანია მზრუნველ გარემოში შემოგთავაზოთ უშუალოდ თქვენს მოთხოვნებსა და საჭიროებაზე მორგებული მკურნალობის კურსი.
ქირურგიის ეროვნული ცენტრი უერთდება – კოლორექტალური კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების თვეს, ამასთან დაკავშირებით, აქციის ფარგლებში, 50-70 წლის ქალბატონებსა და ბატონებს შეუძლიათ, ჩაიტარონ კოლორექტალური კიბოს სკრინინგი.
აღსანიშნავია, რომ კვლევას აფინანსებს თბილისის მერია!
გარდა სკრინინგისა, მთელი მარტის განმავლობაში, კლინიკა მოსახლეობას სთავაზობს ფასდაკლებებს შემდეგ კვლევებზე:
- ონკოქირურგის აქცია;
- ქირურგ-პროქტოლოგის კონსულტაცია;
- გასტროენტეროლოგის კონსულტაცია და მუცლის ღრუს ექოსკოპია.
ჩაიტარე სკრინინგი, იყავი დაცული!
გისურვებთ ჯანმრთელობას!
რა აინტერესებთ პაციენტებს
კონსულტაცია ონკოლოგთან
კითხვა: გამარჯობათ, გავარკვიე დედაჩემის დაავადება და ეს არის ნათხემის ჭიის რეციდივული ასტროციტომა, საშიშია თუ არა ეს დაავადება, იკურნება თუ არა ეს დაავადება დედაჩემს გადატანილი დაავადება აქვს:ბავშვობის ინფექციური დაავადებები
ხალიდან მელანომამდე
კითხვა: გამარჯობა ათი წელია მაქვს ამ პერიოდის განმავლობაში მქონდა უმნიშვნელო ქავილი და მკვეთრი მოძრაობის დროს დაჭიმულობა .ეს ბოლო ხანები თითქოს გამუქდა და ოდნავ მოიმატა ზომაში ფორმა მრგვალია ოდნავ ქერცლიანი 6 7 მმ ზომის .სანამ ექიმს ვაჩვენებ გთხოვთ მიპასუხოთ შეიძლება რომ.ეს ხალი უკვე მელანომად იყოს გადაგვარებული გარედან არ ქონდეს მნიშვნელოვანი ცვლილებები და სხეულში იყოს ჩაზრდილი? ძალიან ვნერვიულობ
ონკოლოგია
კითხვა: მოგესალმებით, მაინტერესებს ონკოლოგიის მიერ დანიშნული პრეპარატი ჰიდრეა 500_ის ხანგრძლივი მიღება 2სტადიის ლეიკემიას თუ კურნავს.უკუჩვენებები მითხარით.hn43
მელანომა
კითხვა: გამარჯობათ წლების წინ გამიჩნდა ხალები ტანზე ყოველ წელს მემატება რომელიც მექავება ის იზრდება და მუქდება გთხოვთ ამიხსნათ მიზეზი და რომელ ექიმს მივაკითხო?
სარძევე ჯირკვლის ავთვისებიანი სიმსივნე
კითხვა: მაქვს სარძევე ჯირკვლის ავთვისებიანი სიმსივნე 1 სტადია გავრცელების პროცენტი მაქვს30 გავიკეთე ოპერაცია და ვიტარებ ქიმიოთერაპიას გთხოვთ ამიხსნათ რამდენად დაექვემდებარება მკურნალობას მითხრეს რომ გავრცელების პროცენტი მაღალია
ქიმიოთერაპია
კითხვა: ქიმიოთერაპიის დროს შესაძლებელია რომ თმა არ გასცვივდეს ადამიანს? და თუ ეს მოხდა ე.ი.ქიმიოთერაპია უშედეგოა?