ქირურგიის ეროვნული ცენტრის სისხლის ბანკი
მოგეხსენებათ, ამჟამად, მრავალი ფაქტორის გამო, მთელი ქვეყნის მასშტაბით გართულებულია სისხლის დონაცია, რის გამოც მუდმივად არსებობს კომპონენტების დეფიციტი და კლინიკებს მთელი რიგი სირთულეების გადალახვა უწევთ.
სწორედ ამ მიზეზით, 30 სექტემბერს, ქირურგიის ეროვნული ცენტრის სისხლის ბანკი, აქციის ფარგლებში, იმყოფებოდა „თბილისი მოლში“, სადაც მოლის მესვეურების თანადგომით, ჩატარდა დონაცია. კოვიდ ვითარებიდან გამომდინარე, პროცესმა ეპიდსაწინააღმდეგო რეგულაციების სრული დაცვით ჩაიარა.
სისხლის ჩაბარებაში მონაწილეობა მიიღეს როგორც მოლის თანამშრომლებმა, ისე სავაჭრო ცენტრში მისულმა სხვა მოქალაქეებმა. აქციის ფარგლებში, სისხლი სულ 28 დონორმა გაიღო! აღსანიშნავია ისიც, რომ სისხლის უანგაროდ გაღების სურვილი ბევრად მეტმა ადამიანმა გამოთქვა, თუმცა, დონაციის წინ ჩატარებული კვლევების შედეგად, ზოგიერთი მსურველი, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო იქნა დაწუნებული.
ქირურგიის ეროვნული ცენტრი დიდ მადლობას უხდის „თბილისი მოლის“ ადმინისტრაციას სისხლის დონაციის მნიშვნელობის სწორად აღქმისა და გაწეული უდიდესი დახმარებისთვის!
სისხლის ბანკთან დასაკავშირებლად, დარეკეთ ნომერზე (032) 2 02 25 25 ან 577 119 119!
ქირურგიის ეროვნული ცენტრის სისხლის ბანკი გისურვებთ ჯანმრთელობას!