კორპორაციული საღამო
ქირურგიის ეროვნულმა ცენტრმა ,,შერატონ მეტეხი პალასში’’ წლის შემაჯამებელი, კორპორაციული საღამო გამართა, რომელსაც ცენტრის ყველა კლინიკის თანაშრომელი ესწრებოდა.
წვეულების პროცესში ცენტრის თანამშრომლებმა წარმოადგინეს თვითშემოქმედება, რომელშიც სხვადასხვა მუსიკალური თუ საცეკვაო ნომერი შედიოდა.
გასართობ ღონისძიებასთან ერთად ჩატარდა დაჯილდოვების ცერემონიალი, რომელსაც ავერსის დამფუძნებელი - პაატა კურტანიძე და კლინიკის დირექტორატი უძღვებოდა. გასული წლის შედეგების მიხედვით გამოვლინდნენ გამარჯვებულები, რომელთა წარმატება აღინიშნა პრიზებით და საზღვარგარეთ მოგზაურობით. გამოვლინდა 2023 წლის საუკეთესო დეპარტამენტის უფროსი, ექიმი, ექთანი, ადმინისტრაციის თანამშრომელი და სხვა.
ღონისძიებამ ჩაირა სასიამოვნო და შთამბეჭდავ გარემოში.
ქირურგიის ეროვნული ცენტრი გისურვებთ ჯანმრთელობას!