ქირურგიის ეროვნული ცენტრი 22 მარტს, პარასკევს, დუშეთის რაიონის სოფელ ფრეზეთში მორიგ უფასო სამედიცინო გასინჯვის აქციას ჩაატარებს.
ადგილობრივი გამგეობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, სამედიცინო გასინჯვის აქცია გაიმართება ადგილობრივ ამბულატორიის შენობაში.
უფასო აქციის ფარგლებში მოგემსახურებათ ქირურგიის ეროვნული ცენტრის სხვადასხვა პროფილის ექიმი:
- თერაპევტი;
- კარდიოლოგი;
- ქირურგი;
- ანგიოქირურგი;
- ოფთალმოლოგი;
- ენდოკრინოლოგი;
- უროლოგი;
- ტრავმატოლოგი;
- ნევროლოგი;
- გინეკოლოგი;
- ექოსკოპისტი.
პაციენტებს ჩაუტარდებათ უფასო ექოსკოპიური და კარდიოლოგიური გამოკვლევები, სისხლში გლუკოზის განსაზღვრა.
აღსანიშნავია, რომ ქირურგიის ეროვნული ცენტრი გასინჯულ პაციენტებს უზრუნველყოფს საჭირო მედიკამენტებით, სრულიად უსასყიდლოდ!
ქირურგიის ეროვნული ცენტრი დიდი ტრადიციების მქონე მრავალპროფილური კლინიკაა, სადაც ფართოდაა დანერგილი დიაგნოსტირებისა და მკურნალობის თანამედროვე მეთოდები, ლაპაროსკოპიული და ენდოსკოპიური ოპერაციული მედიცინის მიღწევები.
ქირურგიის ეროვნული ცენტრი – საუკეთესო ტრადიციები 1946 წლიდან დღემდე!
ქირურგიის ეროვნული ცენტრის მისამართი: ქალაქი თბილისი, დიღომი, ჩაჩავას N5.
ქირურგიის ეროვნულ ცენტრს შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ქოლ–ცენტრის დახმარებით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გისურვებთ ჯანმრთელობას!