გთავაზობთ საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგს უფასოდ

გთავაზობთ საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგს უფასოდ

კლინიკა „ახალი სიცოცხლე“ კიბოს სკრინინგის სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებულ გამოკვლევას გთავაზობთ.

საშვილოსნოს ყელის კიბოს უფასო სკრინინგით სარგებლობა შეუძლიათ 25–დან 60 წლამდე ასაკის თბილისში მცხოვრებ ქალბატონებს (პირი, რომელიც იურიდიულად რეგისტრირებულია ქალაქ თბილისში).

სკრინინგით შესაძლებელია საშვილოსნოს ყელის ქსოვილებში ადრეული ცვლილებების გამოვლენა, შესაბამისად, მკურნალობის დროული ჩატარება და კიბოს პრევენცია.

გინეკოლოგთან ვიზიტი და სკრინინგული გამოკვლევის ჩატარება რეკომენდებულია, თუ უჩივით შემდეგ სიმპტომებს:

  • არარეგულარული მენსტრუაცია;
  • მენსტრუაციებს შორის სისხლდენა ან სისხლდენა სქესობრივი აქტის დროს;
  • დისკომფორტი ან ტკივილი სქესობრივი აქტის დროს;
  • ტკივილი ზურგის, ფეხის ან მენჯის არეში;
  • გადაღლა;
  • უმიზეზოდ წონის ან მადის დაკარგვა;
  • ვაგინალური დისკომფორტი ან უსიამოვნო სუნის მქონე გამონადენი.

უფასო სკრინინგით სარგებლობა შეგიძლიათ ყოველ სამშაბათსა და პარასკევს.

გთხოვთ, წინასწარ ჩაეწეროთ ნომერზე 577 059 900, რათა ისარგებლოთ აღნიშნული აქციით!

გისურვებთ ჯანმრთელობას!

რა უნდა იცოდეთ საშვილოსნოს ყელის კიბოს შესახებ?

დაგვირეკეთ