ქირურგიის ეროვნულ ცენტრს მორიგი სამუშაო ვიზიტით ეწვია რადიაციული ონკოლოგი, პროფესორი ნათია ესიაშვილი.
ქალბატონი ნათია ამერიკის შეერთებულ შტატებში მოღვაწე ქართველი ექსპერტი, ემორის უნივერსიტეტის (ატლანტა, აშშ) რადიაციული ონკოლოგიის დეპარტამენტის ხარისხის განყოფილების უფროსია.
ქირურგიის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, კლინიკის რადიოთერაპიის დეპარტამენტში, ონკოლოგიურმა პაციენტებმა სხივური თერაპიის საკითხებში პროფესორის უფასო კონსულტაციით ისარგებლეს.
როგორც ქალბატონმა ნათიამ ჩვენთან ინტერვიუში განაცხადა, ქველმოქმედება მისი კარიერის შემადგენელი ნაწილია და მოხარულია, რომ პაციენტთა უანგარო დახმარება შეძლო ქირურგიის ეროვნულ ცენტრში.
როგორც განმარტა, კლინიკის რადიოთერაპიის დეპარტამენტში პაციენტთა დიაგნოსტირებისა და მკურნალობის მეთოდი მაღალ დონეზეა.
„ქირურგიის ეროვნული ცენტრის რადიოთერაპიის დეპარტამენტში პაციენტების სამედიცინო შემთხვევები განვიხილეთ. მოგეხსენებათ, ონკოლოგიაში ძალიან მნიშვნელოვანია სხვადასხვა პროფილის ექიმის კომუნიკაცია, გუნდური მუშაობის პრინციპი და მულტიდისციპლინური მიდგომა“, – განაცხადა ქალბატონმა ნათიამ.
შეგახსენებთ, ქირურგიის ეროვნული ცენტრის რადიოთერაპიის დეპარტამენტი ონკოლოგიურ პაციენტებს სთავაზობს სხივურ თერაპიას უახლესი თაობის მაღალტექნოლოგიური სხივური ამაჩქარებლებით.
დეპარტამენტი აღჭურვილია ამერიკული კომპანიის Varian-ის თანამედროვე და დახვეწილი, 2018 წლის სხივური ამაჩქარებლებით Truebeam. ყოველი პაციენტისთვის დაგეგმარება და მკურნალობა სრულდება უმაღლესი ხარისხით და უსაფრთხოების ნორმების დაცვით.
სპეციალისტთა გუნდი და მათ შორის მოწვეული ექსპერტები აშშ–დან და ესპანეთიდან (ემორის უნივერსიტეტი ატლანტა, აშშ და ესპანეთის Genesis Care-ს ონკოლოგიის მულტიდისციპლინური ინსტიტუტი), ერთობლივი მსჯელობისა და განხილვის საფუძველზე პაციენტისთვის ინდივიდუალურად არჩევენ მკურნალობის ტაქტიკას. მკურნალობის პროცესის განხილვასა და დაგეგმვაში მონაწილეობს სხვადასხვა დარგის სპეციალისტი.
ქირურგიის ეროვნული ცენტრის ეს პროექტი საქართველოს მოქალაქეებს აძლევს იმის საშუალებას, რომ ქართველი და უცხოელი ექიმებისა და პროფესიონალი გუნდის დახმარებით მიიღონ ამერიკულ-ევროპული სტანდარტის მკურნალობა, ის მკურნალობა, რისთვისაც მოსახლეობის დიდი ნაწილი საქართველოში დარჩენას საზღვარგარეთ წასვლას ამჯობინებს.
ქირურგიის ეროვნული ცენტრის მისამართი ქალაქი თბილისი, დიღომი, ჩაჩავას N5.
ქირურგიის ეროვნულ ცენტრს შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ქოლ–ცენტრის დახმარებით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გისურვებთ ჯანმრთელობას!