ჩაიტარეთ თავის ტვინისა და კისრის არტერიების კომპიუტერული ტომოგრაფია ანგიოგრაფიით, კისრის არტერიების დოპლეროგრაფია!

ჩაიტარეთ თავის ტვინისა და კისრის არტერიების კომპიუტერული ტომოგრაფია ანგიოგრაფიით, კისრის არტერიების დოპლეროგრაფია!

ისარგებლეთ კლინიკა „ახალი სიცოცხლის“ უპრეცედენტო აქციით!

კლინიკა „ახალი სიცოცხლე“ გთავაზობთ თავის ტვინისა და კისრის არტერიების კომპიუტერულ ტომოგრაფიას ანგიოგრაფიით, კისრის არტერიების დოპლეროგრაფიას!

400 ლარის ნაცვლად მხოლოდ 250 ლარად გთავაზობთ:

 

  • თავის ტვინისა და კისრის არტერიების კომპიუტერულ ტომოგრაფიას ანგიოგრაფიით TOSHIBA-ს ფირმის ულტრათანამედროვე 160 შრიან აპარატზე;
  • კისრის არტერიების დოპლეროგრაფიულ კვლევას პრემიუმ კლასის ექოსკოპიის აპარატზე PHILIPS CX50;
  • ნევროლოგის ან ანგიოლოგის კონსულტაციას.

 

აქციით უნდა ისარგებლოთ იმ შემთხვევაში თუ:

 

  • გაწუხებთ თავის ტკივილი;
  • უჩივით თავბრუსხვევას;
  • საჭიროებთ ტრავმის შემდგომი პერიოდის დიაგნოსტირებას;
  • გადაიტანეთ იშემიური ინსულტი;

რას ნიშნავს კომპიუტერული ტომოგრაფია ანგიოგრაფიით?

ამ ტიპის კვლევის დროს შესაძლებელია არა მხოლოდ თავის ტვინის ნივთიერების, არამედ სისხლძარღვების, კისრის არტერიების პათოლოგიების დიაგნოსტირებაც. კვლევის პროცესში კონტრასტული ნივთიერება შეჰყავთ ინტრავენურად. წინასწარ ისაზღვრება სისხლში კრეატინინის (თირკმლის პათოლოგიების დადგენის მიზნით, კვლევის დროს გართულებების თავიდან ასაცილებლად) დონე.

რა უნდა ვიცოდეთ კისრის არტერიების დოპლეროგრაფიაზე?

ამ კვლევით დგინდება კისრის არტერიების ძირითადი პათოლოგიები, მაგალითად, სისხლძარღვების ანომალია, შევიწროება, თრომბული მასები, რომელიც საჭიროებს დროულ მკურნალობას იშემიური ინსულტის პრევენციის მიზნით.

კვლევის შედეგი ერთგვარი ორიენტირია ექიმ–რადიოლოგისთვის, რომ გაცილებით ეფექტურად ჩაატაროს კისრის არტერიების ანგიოგრაფიული გამოკვლევა.  

კლინიკა „ახალი სიცოცხლის“ კომპიუტერული ტომოგრაფის Toshiba Aquilion Lightning SP–ის საშუალებით   შესაძლებელია  მრავალი   ანომალიისა  და  პათოლოგიის ადრეული დიაგნოსტირება, გამოვლენა და პრევენცია.

რას ნიშნავს 160 შრე, რა დატვირთვა აქვს მას?

64 და 80 შრიან კომპიუტერულ ტომოგრაფებთან შედარებით, 160 შრიანი Aquilion Lightning SP–ის საშუალებით მნიშვნელოვნად მცირდება სკანირებისთვის საჭირო დრო. ჩვენი კლინიკის კომპიუტერული ტომოგრაფი ერთ ბრუნში მოიცავს სხეულის მეტ დიაპაზონს და შესაბამისად, წინამორბედ სისტემებთან შედარებით კვლევის მეტ არეს გაცილებით სწრაფად ფარავს.

როდესაც კომპიუტერულ ტომოგრაფიულ კვლევაზე ვსაუბრობთ, უმნიშვნელოვანესი საკითხია ვიზუალიზების ხარისხი. ვიზუალიზებაა ერთ–ერთი ფუნქცია, რომელიც „ახალი სიცოცხლის“ კომპიუტერულ ტომოგრაფს სხვა მოდელებისგან გამოარჩევს.

თუ გსურთ, მეტი შეიტყოთ კლინიკა „ახალი სიცოცხლის“ კომპიუტერულ ტომოგრაფზე იხილეთ ვრცლად!

აქცია ძალაშია ყოველ სამშაბათს და ხუთშაბათს.

თუ გსურთ, რომ ისარგებლოთ აღნიშნული აქციით, გთხოვთ, წინასწარ ჩაეწერეთ ნომერზე 577 059 900! 

გისურვებთ ჯანმრთელობას!