29 ოქტომბერს, მსოფლიო ინსულტის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს.
კამპანია მიზნად ისახავს საზოგადოების ინფორმირებას ინსულტის სიმპტომების, მკურნალობის, რეაბილიტაციისა თუ პრევენციის მეთოდების შესახებ.
ინსულტის მსოფლიო ორგანიზაციის ეგიდით, კამპანიას საფუძველი 2006 წელს ჩაეყარა და მას შემდეგ ყოველწლიურად აღინიშნება. ყოველ წელს სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები ადამიანი ერთი იდეის ქვეშ ერთიანდება – აუცილებელია გაცილებით ეფექტური ნაბიჯების გადადგმა ვერაგ პათოლოგიასთან საბრძოლველად.
დაავადებასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს, აქციით უერთდება საქართველოში ინსულტთან ბრძოლის ლიდერი კლინიკა ქირურგიის ეროვნული ცენტრი, რომლის ბაზაზეც წარმატებით ფუნქციობს ინსულტის ცენტრი, კერძოდ, ნებისმიერ მსურველს საშუალება აქვს უფასოდ ისარგებლოს ნევროლოგის კონსულტაციით და ჩაიტაროს თავის ტვინის სისხლძარღვების დუპლექს–სკანირება (დოპლერი) სრულიად უფასოდ.
კლინიკის ინსულტის ცენტრში პათოლოგიის მართვის ყველა თანამედროვე მეთოდია დანერგილი. აღსანიშნავია, რომ მხოლოდ ქირურგიის ეროვნულ ცენტრში მკურნალობენ ინსულტიან პაციენტებს ექსკლუზიური მეთოდით თრომბექტომიითა და სისტემური ვენური თრომბოლიზისით, როგორც ცალ–ცალკე, ისე კომბინირებული გზით.
ულტრათანამედროვე სამედიცინო აღჭურვილობით ასევე შესაძლებელია ინსულტის განვითარების რისკის განსაზღვრა და პრევენციისთვის საჭირო ყველა ღონისძიების გატარება.
ცნობისათვის, ყოველ 30 წუთში ამ პათოლოგიის მქონე პაციენტი, რომელიც შეიძლება გადარჩენილიყო, იღუპება ან სიცოცხლის ბოლომდე უნარშეზღუდული რჩება და ამის მიზეზია არა ინსულტი, არამედ ის, რომ უმკურნალეს არასწორად შერჩეულ საავადმყოფოში, ანუ ისეთ კლინიკაში, რომელსაც არ აქვს ამ პათოლოგიის სამართავად საჭირო სპეციალური სამკურნალო ცენტრი. სწორედ ამიტომ პათოლოგიისთვის დამახასიათებელი სიმპტომების ამოცნობისთანავე პაციენტი უნდა გადაიყვანოთ ქირურგიის ეროვნულ ცენტრში!
როგორ ამოვიცნოთ ინსულტის სიმპტომები?
ინსულტი სისხლის მიმოქცევის მწვავე მოშლაა, რომელიც განპირობებულია ტვინის სისხლძარღვოვანი პათოლოგიით.
ინსულტის სიმპტომებია:
- თავის ტკივილი;
- მეტყველების დარღვევა;
- ცნობიერების დაქვეითება;
- პირღებინება;
- ძალის დაქვეითება კიდურებში;
- სახის ასიმეტრია.
- მოძრაობის კოორდინაციის დარღვევა;
- სახის მიდამოს დაბუჟება;
- კიდურების დაბუჟება;
- დამბლა;
- თავბრუსხვევა.
გთხოვთ, დაიხსომოთ, რომ პათოლოგიასთან საბრძოლველად ყოველი წამი გადამწყვეტია! სწორედ ამიტომ თუ სიმპტომებიდან გამომდინარე ეჭვი ამ პათოლოგიაზე გაგიჩნდებათ, გაიხსენეთ ქირურგიის ეროვნული ცენტრი, სადაც დროული ტრანსპორტირების შემთხვევაში ინსულტიანი პაციენტის სიცოცხლის და ინვალიდობისგან გადარჩენა შესაძლებელია.
ინსულტის მართვა ქირურგიის ეროვნულ ცენტრში
კლინიკა პაციენტებს სთავაზობს მკურნალობას იმ თანამედროვე მეთოდებით, რაც დანერგილია ამერიკისა და ევროპის წამყვან კლინიკებში.
ცენტრს საფუძველი ჩაეყარა მას შემდეგ, რაც კლინიკა აღიჭურვა SHIMADZU-ს წარმოების, რეგიონში ექსკლუზიური ორმკლავიანი ანგიოგრაფით Trinias B12.
დაავადების მართვის მიზნით კლინიკაში დანერგილია:
- მწვავე სტადიის პაციენტების ტრიაჟი;
- ჰემორაგიული ფორმის მედიკამენტური და ქირურგიული მკურნალობა;
- თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის აღდგენისა და პათოლოგიური პროცესის შეჩერებისაკენ მიმართული ღონისძიებები – სისტემური ინტრავენური თრომბოლიზისი, ენდოვასკულური თრომბექტომია (ანგიოგრაფით);
- თავის ტვინში სისხლჩაქცევის, ანევრიზმის, არტერიო–ვენური მალფორმაციის, კაროტიდული და ვერტებრული არტერიების სტენოზის ქირურგიული მკურნალობა როგორც ღია, ისე ენდოვასკულური მეთოდით (ანგიოგრაფით);
- ადრეული ნეირორეაბილიტაცია;
- თავის ტვინის ინფარქტის განმეორებისა და ვასკულური პროცესის შეჩერებისაკენ მიმართული ღონისძიებები (მეორეული პრევენცია);
- ფიზიოთერაპია და რეაბილიტაცია.
თანამედროვე გაიდლაინების დაცვით, ტარდება სისტემური ინტრავენური თრომბოლიზისი ან ენდოვასკულური თრომბექტომია. აღსანიშნავია, რომ ზოგჯერ, სისხლძარღვთა სრული რეკანალიზებისთვის მხოლოდ თრომბოლიზური თერაპია საკმარისი არ არის და საჭირო ხდება კომბინირებული მკურნალობა (ანუ თრომბოლიზისი და თრომბექტომია ერთად).
რასაკვირველია, სპეციალისტები მეთოდს პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, ინდივიდუალურად არჩევენ.
რა უნდა იცოდეთ თრომბოლიზისის შესახებ?
თრომბოლიზისი მკურნალობის თანამედროვე მეთოდია, რომლის საშუალებითაც თავის ტვინის სისხლძარღვებში ჩაჭედილი თრომბი იშლება. თრომბოლიზისით სისხლძარღვის რეკანალიზება ხდება, ანუ ხელს უწყობს თავის ტვინის დაზიანებულ უბანში სისხლის მიმოქცევის აღდგენას.
რა უნდა იცოდეთ თრომბექტომიის შესახებ?
თრომბექტომია ენდოვასკულური გზით ტარდება. წარმოადგენს მცირეინვაზიურ ჩარევას. ნეიროქირურგი ბარძაყის არტერიიდან მიდგომით კაროტიდული აუზიდან აცილებს იმ თრომბს, რომლითაც კონკრეტული სისხლძარღვია დახშული. ენდოვასკულური ჩარევის შედეგად სისხლის მიმოქცევის სრულფასოვანი აღდგენა ხდება.
ინსულტის დიაგნოსტირების ოქროს მეთოდი
ქირურგიის ეროვნულ ცენტრში დანერგილია კომპიუტერული ტომოგრაფია პერფუზიით, რომელსაც მეცნიერებმა უკვე უწოდეს უპირობო ლიდერი ინსულტის დიაგნოსტირებაში.
პერფუზია რადიოლოგს საშუალებას აძლევს კაპილარულ დონეზე შეისწავლოს ცერებრული ჰემოდინამიკა.
მწვავე იშემიური ინსულტის დროს პერფუზია წარმოადგენს შეუცვლელ კვლევას, რადგან ახორციელებს იშემიის შედეგად დაღუპული და დაღუპვის რისკის ქვეშ მყოფი უჯრედების (ქსოვილების) დიფერენცირებას. ამ ცვლილებების განსაზღვრა (დიფერენცირება) აუცილებელია პაციენტის სწორი მართვისათვის. მეთოდი საგრძნობლად ამცირებს როგორც ინვალიდობის, ისე ლეტალური შემთხვევების რაოდენობას.
ამ მეთოდის საშუალებით დაავადების განვითარების პირველივე წუთებიდან შესაძლებელია პათოლოგიური პროცესის, იშემიის ზონის გამოვლენა და პენუმბრის (დაქვეითებული ან მარგინალური ზონების) განსაზღვრა. ფერადი რუკა კი შესაძლებელს ხდის აღმოჩენილ იქნას დაზიანების უმცირესი ზომის კერაც კი.
ინსულტის ფორმები და რისკ–ფაქტორები
ერთმანეთისგან განასხვავებენ 2 ფორმას: იშემიურსა და ჰემორაგიულს.
იშემიური ინსულტი ვითარდება ტვინის სისხლძარღვების ემბოლიის, სპაზმის, თრომბოზის ან/და ათეროსკლეროზული ფოლაქით გამოწვეული სისხლის მიმოქცევის მკვეთრი დაქვეითების გამო.
ჰემორაგიული ინსულტი ტვინში განვითარებული სისხლჩაქცევაა, რომელიც უმეტეს შემთხვევაში არტერიული წნევის მომატებისას ვითარდება.
რისკ-ფაქტორებს მიეკუთვნება მემკვიდრეობა, ასაკი, სქესი და აგრეთვე როგორც წესი პაციენტებს ანამნეზში აღენიშნებათ შემდეგი პათოლოგიები:
- გულის რევმატიული მანკი;
- მიოკარდიუმის ინფარქტი;
- არითმია;
- შაქრიანი დიაბეტი;
- ათეროსკლეროზული ცვლილება.
აღსანიშნავია, რომ გარდამავალი იშემიის (ე.წ. მინი, მცირე ინსულტი) დროს, სიმპტომები ძალიან ჰგავს თავის ტვინის ინფარქტს, მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში სიმპტომები მცირე დროში ქრება. ამ დროს ორგანიზმი პათოლოგიის განვითარების რისკზე გვაფრთხილებს.
სხვადასხვა ასაკისთვის დამახასიათებელია სხვადასხვა ცერებროვასკულური პათოლოგია, მაგალითად, ათეროსკლეროზული თრომბოემბოლიზმი, კარდიოგენული ემბოლიზმი და პირველადი (ჰიპერტენზიული) ინტრაცერებრული ჰემორაგია, რომელიც ვითარდება საშუალო და ხანდაზმულ ასაკში.
ინსულტი თანამედროვე მედიცინის ერთ–ერთი დიდი გამოწვევაა, რომლის დასამარცხებლად ქირურგიის ეროვნული ცენტრი ყოველდღე, 24 საათის განმავლობაში იბრძვის.
გისურვებთ ჯანმრთელობას!