ენდოსკოპიის უსაზღვრო შესაძლებლობები ქირურგიის ეროვნული ცენტრის ბათუმის კლინიკაში

ენდოსკოპიის უსაზღვრო შესაძლებლობები ქირურგიის ეროვნული ცენტრის ბათუმის კლინიკაში

უახლესი, ხელოვნური ინტელექტის მქონე ენდოსკოპიური აპარატი - OLYMPUS EVIS X1 CV 1500

ქირურგიის ეროვნული ცენტრის ბათუმის კლინიკა აღჭურვილია OLYMPUS-ის ფირმის ციფრული, ხელოვნური ინტელექტის მქონე, ენდოსკოპიური აპარატით - EVIS X1 CV 1500-ით და პროფესიონალ ექიმთა გუნდით.

 

თანამედროვე  ტექნოლოგიური მიღწევების საფუძველზე შექმნილი უნიკალური ენდოსკოპიური სისტემა EVIS X1 CV-1500 შესაძლებლობას გვაძლევს, ადრეულ ეტაპზე დავსვათ საყლაპავის, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის ანთებითი დაავადებების, ეროზიების, მწვავე თუ ქრონიკული წყლულების, ავთვისებიანი სიმსივნეების დიაგნოზი და მოვახდინოთ დროული რეაგირება.

 

ზონდის მცირე დიამეტრს და სპეციალურ სრიალა საფარველს დისკომფორტი მინიმუმამდე დაჰყავს.

საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებათა სასიგნალო სიმპტომები, რომელთა გამოსავლენად გასტროსკოპიისა და კოლონოსკოპიის ჩატარება აუცილებელია:

 

  • ხშირი და გახანგრძლივებული გულძმარვა
  • ყლაპვის გაძნელება
  • პირღებინება
  • ყაბზობა
  • ტკივილი ეპიგასტრიუმის (კუჭის საპროექციო) არეში
  • მელენა (შავი განავალი)
  • დაუცლელობის შეგრძნება დეფეკაციის შემდეგ
  • დიარეა
  • ნაწლავის კიბო ოჯახურ ანამნეზში
  • წონის კლება და სხვა.

 

OLYMPUS EVIS X1 CV-1500  ენდოსკოპიურ სისტემას აქვს ინოვაციური TXI, EDOF,  NBI და RDI  რეჟიმები, რომელთა ღირსებები აშკარაა:

  • მათი მეშვეობით მიღებული გამოსახულება უფრო მკვეთრი და ადვილად აღსაქმელია,
  • აადვილებს დამიზნებითი ბიოფსიის ჩატარებას უშუალოდ დაზიანებული უბნიდან,
  • შესაძლებლობას გვაძლევს, დავინახოთ ღრმა სისხლძარღვოვანი ქსელი და თავი ავარიდოთ მათ დაზიანებას ენდოსკოპიური მანიპულაციების დროს,
  • აადვილებს ისეთი რთული პროცედურების ჩატარებას, როგორიცაა: საყლაპავის ვარიკოზული ვენების ლიგირება, საყლაპავის, კუჭისა და მსხვილი ნაწლავის პოლიპების ამოკვეთა.
 

 პაციენტებს მიიღებენ ქირურგიის ეროვნული ცენტრის ბათუმის კლინიკის წამყვანი სპეციალისტები:

  • ნანა ლემონჯავა -  გასტროენტეროლოგი, ენდოსკოპისტი
  • არჩილ ძნელაძე - ქირურგი, ენდოსკოპისტი
  • გიორგი ქარცივაძე - ქირურგი, ენდოსკოპისტი
 

 გახსოვდეთ, ზუსტი დიაგნოზი და დროული მკურნალობა ხანგრძლივი და სრულფასოვანი ცხოვრების გარანტიაა.

 

 ენდოსკოპიურ კვლევაზე წინასწარ ჩასაწერად გთხოვთ, დაგვირეკოთ ნომერზე 0422 40 00 00

 

მისამართი: . ბათუმი, გოგოლის შესახვევი N2

 

გისურვებთ ჯანმრთელობას!

დაგვირეკეთ