
შეთავაზება ქალბატონებს „ვარდისფერი ოქტომბრის“ ფარგლებში:
სარძევე ჯირკვლების მაგნიტურ-რეზონანსული კვლევის ჩატარება მხოლოდ ქირურგიის ეროვნულ ცენტრშია შესაძლებელი ექსკლუზიურ ფასად 525 ლარად ნაცვლად 665 ლარისა ყოველ დღე 31 ოქტომბრის ჩათვლით.
რა არის და რა მნიშვნელობა აქვს ძუძუს მრტ კვლევას?
- იგი რეკომენდებულია ქალებისათვის, რომელთაც აქვთ სარძევე ჯირკვლის კიბოს წარმოშობის მომატებული რისკი, ოჯახური ანამნეზის გამო.
- კვლევები ადასტურებს, რომ სკრინინგული მრტ კვლევით შეიძლება აღმოჩენილ იქნას სარისკო წარმონაქმნები ადრეულ ეტაპზე, რომლებიც ზოგჯერ არ ვლინდება ძუძუს კლინიკური გასინჯვით და მამოგრაფიული კვლევით.
- ძუძუს მაგნიტურ-რეზონანსული კვლევა მნიშვნელოვანია კიბოსწინარე მდგომარეობების ადრეული იდენტიფიცირებისთვის.
- იმპლანტის არსებობის შემთხვევაში, სარძევე ჯირკვლის მრტ ყველაზე ინფორმატიული კვლევაა.
- მაგნიტურ-რეზონანსულ ტომოგრაფიას არ აქვს სხივური დატვირთვა, შესაბამისად, დიაგნოსტირების მიზნით მისი ჩატარება ნებისმიერი ასაკის ადამიანისთვის უსაფრთხოა.
იმ ქალებისათვის, ვინც რიგი მიზეზების გამო მამოლოგიური სიმსივნის რისკის ჯგუფს მიეკუთვნებიან, მრტ კვლევას ბევრად ინფორმაციული მნიშვნელობა აქვს, რადგან ციფრულ მაგნიტურ-რეზონანსულ აპარატს ნებისმიერი სახის წარმონაქმნის დანახვა შეუძლია, სანამ ის სიმსივნედ ჩამოყალიბდება.
ხშირად, ექიმები პაციენტებს, უტყუარი, სრულფასოვანი დიაგნოსტირების მიზნით, მამოგრაფიის შემდეგ მრტ კვლევას უნიშნავენ, რადგან ის ხედავს იმ უმცირეს, 1 სანტიმეტრამდე წარმონაქმნებს, რაც შესაძლებელია მამოგრაფმა ვერ აღმოაჩინოს.
3 ტესლა PHILIPS INGENIA ELITION Xგახლავთ უახლესი, ციფრული ტექნოლოგიისა და ხელოვნური ინტელექტის მქონე, ყველაზე მძლავრი, უნიკალური აპარატი! მაგნიტური ველის განსაკუთრებული ჰომოგენურობისა და არტეფაქტების მინიმუმამდე დაყვანით, იგი უმაღლესი ხარისხის გამოსახულებას იძლევა, იმავდროულად ანახევრებს კვლევის დროს,რაც დიდი კომფორტია როგორც პაციენტის, ასევე ექიმისთვის.
შეგახსენებთ, ჩვენი კლინიკა 24 საათიან რეჟიმში, შაბათ-კვირის ჩათვლით მუშაობს და პაციენტებს მრავალ სერვისს ფასდაკლებით სთავაზობს!
აქციებით სარგებლობისთვის გთხოვთ, წინასწარ ჩაეწეროთ ნომერზე +995 577 119 119 ან +995 32 2 02 25 25
გისურვებთ ჯანმრთელობას!
დაგვირეკეთრა აინტერესებთ პაციენტებს
მაგნიტურ–რეზონანსული ტომოგრაფია
კითხვა: გამარჯობათ, მუცლის ღრუს მრტ კვლევის 3 ტესლა აპარატით ფასი მაინტერესებს თქვენს კლინიკაში
მთლიანი სხეულის მაგნიტურ–რეზონანსული ტომოგრაფია
კითხვა: გამარჯობა თუ შეიძლება მთლიანი კომპიუტერი ფეხის ფრჩხილიდან თავის ჩათვლით ანუ ყველაფერი მუცლის ღრუც და ხერხემალიც და ყველაფერი რაღირს ეს მთლიანი მაგნიტურ რეზინანსული გამოკვლევა?
მაგნიტურ–რეზონანსული ტომოგრაფია
კითხვა: გამარჯობა. მთლიანი ხერხემლის მაგნიტო რეზონანსული ტომოგრაფიის გაკეთება მინდა და აქცია 270 ლარად რომ გაქვთ დადებული საიტზე ძალაშია?გადასაგზავნად მჩირდება და რომელი წლის აპარატურა გაქვთ და დისკზე ჩაწერას თუ აკეთებთ მადლობთ წინასწარ
მაგნიტურ–რეზონანსული კვლევის აქციები
კითხვა: უღრმესი მადლობა ყურადღებისათვის.აუცილებლად ჩავეწერები.თუ შეიძლება მითხარით მაგნიტო–რეზონანსული ტომოგრაფია რა ღირს თქვენთან. მადლობა <3
აქცია
კითხვა: გამარჯობა, მაინტერესებს კიდე მოქმედებს აქცია ტომოგრაფიულ კვლევაზე მთლიანი ხერხემლის შემთხვევაში?
მრტ აქცია
კითხვა: თქვენი მისამართი მინდა და მაინტერესებს 270 ლარი მხოლოდ აქციის დროს თუ საერთოდ მასე ღირს? მადლობა