ქირურგიის ეროვნული ცენტრის 3 ტესლა მრტ PHILIPS INGENIA ELITION X
შეთავაზებები მაგნიტურ-რეზონანსულ ტომოგრაფზე
ჩვენს კლინიკაში 3 ტესლა მრტ-ზე შეგიძლიათ ჩაიტაროთ შემდეგი სისტემისა და ორგანოს კვლევები:
- თავის ტვინი;
- ხერხემალი და ზურგის ტვინი;
- მუცლის ღრუ;
- მცირე მენჯის ღრუ;
- გულმკერდი;
- სარძევე ჯირკვლები;
- სახსრები;
- რბილი ქსოვილები;
- მთლიანი სხეული.
ქირურგიის ეროვნული ცენტრი მუდმივად ითვალისწინებს პაციენტების მაღალ მოთხოვნილებებს და ინტერესს, რის გამოც, თქვენთვის სპეციალური შეთავაზება გვაქვს უახლეს, 3 ტესლიან მრტ კვლევებზე. დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბმულს:
1977 წელს, როცა პირველი მაგნიტურ-რეზონანსული კვლევა ჩატარდა, ვერავინ იფიქრებდა, რომ რამდენიმე ათწლეულში მსოფლიო მედიცინა განვითარების იმ საფეხურს მიაღწევდა, რომელზეც დღეს არის. ხელოვნური ინტელექტისა და ციფრული ტექნოლოგიის გამოგონებით, ჩვენი ცხოვრება იმდენად აჩქარდა და გამარტივდა, რომ ყველა სფეროში მისი აქტიური დანერგვა დაიწყო. რა თქმა უნდა, მოვლენებს არც მედიცინა ჩამორჩა და შეიქმნა უამრავი, უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი, საფუძველი ჩაეყარა რობოტულ ქირურგიას, ძველი თაობის ანალოგური სისტემები სრულად ჩანაცვლდა ციფრულით და ა.შ.
დღეს, წარმოგიდგენთ ციფრული მედიცინის ერთ-ერთ ბოლო მიღწევას, ყველაზე სწრაფ და ყველაზე ძლიერ, ციფრულ, 3 ტესლა სიმძლავრის მაგნიტურ-რეზონანსულ ტომოგრაფს (PHILIPS INGENIA ELITION X), რომელიც ქირურგიის ეროვნულ ცენტრში უკვე დაინსტალირდა! კომპანია „ფილიპსმა“ აპარატის შესაძლებლობებს მთავარი ლოზუნგიც შეუსაბამა - „რევოლუციური ნახტომი დიაგნოსტირების ხარისხსა და სიჩქარეში“.
PHILIPS INGENIA 3.0T ციფრული ტექნოლოგიის მქონე, უახლესი თაობის პროგრამული და ტექნოლოგიური, ხელოვნური ინტელექტის მხარდაჭერით აღჭურვილი აპარატია, რომელიც მაგნიტური ველის განსაკუთრებული ჰომოგენურობისა და არტეფაქტების მინიმუმამდე დაყვანით, უმაღლესი ხარისხის გამოსახულებას იძლევა. ანალოგურ მოწყობილობებთან შედარებით, მისი უპირატესობების შესახებ დეტალურ ინფორმაციას ქვემოთ მოგახსენებთ:
Compressed Sense
PHILIPS-ის უახლესი ტექნოლოგია, რაც აპარატს იმდენად მაღალ სიჩქარეს სძენს, რომ კვლევის ხანგრძლივობა 50%-ით არის შემცირებული.
VitalEye
მოგეხსენებათ, მაგნიტურ-რეზონანსული კვლევის დროს პაციენტს მოძრაობა ეკრძალება, რადგან შედეგად არ მივიღოთ არტეფაქტები (ცრუ გამოსახულებები). 3 ტესლიანი მრტ-ს კვლევის დროსაც გაუნძრევლად წოლაა საჭირო, თუმცა, უნებლიე მოძრაობის შემთხვევაში, VitalEye ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით, შესაძლებელია კვლევის უნაკლოდ ჩატარება, შეფერხებისა და არტეფაქტების გარეშე. შეგახსენებთ, რომ კვლევის მაქსიმალურად შემცირებული დრო და პაციენტის კომფორტი მნიშვნელოვნად ამცირებს უნებლიე მოძრაობის შემთხვევებს.
Comfortone
ტექნოლოგიის წყალობით შემცირებულია ხმაური. ასევე, პაციენტს შეუძლია მოირგოს ჰერმეტული ყურსასმენები და მოუსმინოს სასურველ მელოდიას ან ხმოვან ჩანაწერს. ამას გარდა, აპარატს გააჩნია ვიდეო მხარდაჭერა, რაც კვლევის პროცესში პაციენტს სასურველი ვიდეოს ყურების შესაძლებლობას აძლევს.
Progress Bar ეკრანი და ვენტილაცია-განათების სისტემა
ხშირად, კლაუსტროფობიის მქონე პაციენტები უარს ამბობენ საჭირო კვლევაზე და ამის მთავარ მიზეზად გვირაბში სივიწროვის, დახურული სივრცის შეგრძნებას ასახელებენ. PHILIPS-მა თავისი უახლესი აპარატი მაქსიმალურად მოარგო პაციენტების კომფორტს, გვირაბის სიგრძე დაამოკლა, ხოლო სიგანე საგრძნობლად გაზარდა. ყოველივე ეს, ახალი თაობის ვენტილაცია-განათების სისტემასა და Progress Bar ეკრანთან ერთად, მინიმუმამდე ამცირებს დახურული სივრცის შეგრძნებას.
O-MAR რეკონსტრუქცია
თუ თქვენ სხეულით იმპლანტს ატარებთ, კვლევის ჩატარება შესაძლებელია, თუმცა აუცილებელია ამის შესახებ ექიმთან წინასწარი გასაუბრება! მთავარია, იმპლანტი თავსებადი იყოს მრ ტომოგრაფიასთან. მისი სერიის მიხედვით, უახლესი ციფრული აპარატი ავტომატურად არჩევს შესაბამის რეჟიმს, რათა კვლევა სწრაფად და უსაფრთხოდ ჩატარდეს. O-MAR რეკონსტრუქცია კი, მაქსიმალურად ამცირებს მეტალის არტეფაქტებს.
სპექტროსკოპიის და Fiber Trak რეჟიმი
PHILIPS-ის აპარატი შესაძლებლობას გვაძლევს, შევაფასოთ ორგანოთა როგორც სტრუქტურული, ასევე ფუნქციური ცვლილებები. მაგალითად, თავის ტვინის შემთხვევაში შესაძლებელია, სპექტროსკოპიული და ტრაქტოგრაფიული კვლევების ჩატარება. აქედან გამომდინარე, მისი გამოყენება რეკომენდირებულია ონკოლოგიური პროცესების გამოსავლენად და შესასწავლად. Fiber Trak რეჟიმის დამსახურებით კი, კვლევის შედეგი მეტად ინფორმაციული და მნიშვნელოვანია ნევროლოგებისა და ნეიროქირურგებისთვის.
Comfort Plus აღჭურვილობა
სქელი და მოქნილი ლეიბი მაქსიმალურად ადაპტირდება პაციენტის ანატომიურ აგებულებაზე. ასე რომ, ხერხემლის პათოლოგიის მქონე პაციენტებს, კვლევის დროს, მაქსიმალურად კომფორტულად შეუძლიათ მოთავსება. აღსანიშნავია, რომ გაუმჯობესებულ მაგნიტურ-რეზონანსულ ტომოგრაფს აქვს ჭარბწონიანი, 250 კგ-მდე პაციენტის მიღების და გამოკვლევის შესაძლებლობა, რაც სხვა მოდელის აპარატებზე პრაქტიკულად შეზღუდვას წარმოადგენს!
შეგახსენებთ, კომპიუტერულ-ტომოგრაფიული კვლევისგან განსხვავებით, მაგნიტურ-რეზონანსულ კვლევას არ აქვს სხივური დატვირთვა, შესაბამისად, მისი ჩატარება ორსულებისა და ბავშვებისთვის შესაძლებელი და სრულიად უსაფრთხოა!
3.0 ტესლა მრტ - დელიკატური გასეირნება იმედისა და ქაოსის დასაბალანსებლად!
ქირურგიის ეროვნული ცენტრი გისურვებთ ჯანმრთელობას!
რა აინტერესებთ პაციენტებს
მაგნიტურ–რეზონანსული ტომოგრაფია
კითხვა: გამარჯობათ, მუცლის ღრუს მრტ კვლევის 3 ტესლა აპარატით ფასი მაინტერესებს თქვენს კლინიკაში
მთლიანი სხეულის მაგნიტურ–რეზონანსული ტომოგრაფია
კითხვა: გამარჯობა თუ შეიძლება მთლიანი კომპიუტერი ფეხის ფრჩხილიდან თავის ჩათვლით ანუ ყველაფერი მუცლის ღრუც და ხერხემალიც და ყველაფერი რაღირს ეს მთლიანი მაგნიტურ რეზინანსული გამოკვლევა?
მაგნიტურ–რეზონანსული ტომოგრაფია
კითხვა: გამარჯობა. მთლიანი ხერხემლის მაგნიტო რეზონანსული ტომოგრაფიის გაკეთება მინდა და აქცია 270 ლარად რომ გაქვთ დადებული საიტზე ძალაშია?გადასაგზავნად მჩირდება და რომელი წლის აპარატურა გაქვთ და დისკზე ჩაწერას თუ აკეთებთ მადლობთ წინასწარ
მაგნიტურ–რეზონანსული კვლევის აქციები
კითხვა: უღრმესი მადლობა ყურადღებისათვის.აუცილებლად ჩავეწერები.თუ შეიძლება მითხარით მაგნიტო–რეზონანსული ტომოგრაფია რა ღირს თქვენთან. მადლობა <3
აქცია
კითხვა: გამარჯობა, მაინტერესებს კიდე მოქმედებს აქცია ტომოგრაფიულ კვლევაზე მთლიანი ხერხემლის შემთხვევაში?
მრტ აქცია
კითხვა: თქვენი მისამართი მინდა და მაინტერესებს 270 ლარი მხოლოდ აქციის დროს თუ საერთოდ მასე ღირს? მადლობა