საახალწლო სუფრა მდიდარია გემრიელი და ნოყიერი კერძებით, რომელიც უალკოჰოლოდ წარმოუდგენელია.
ალკოჰოლით ინტოქსიკაციის მაჩვენებელიც სწორედ ახალი წლის დღესასწაულზე იზრდება. ალკოჰოლური ინტოქსიკაციის ძირითადი მიზეზი მრავალფეროვანი, სხვადასხვა სახის ალკოჰოლური სასმელის ჭარბად მიღებაა.
გვესაუბრება ქირურგიის ეროვნული ცენტრის ექიმი–ტოქსიკოლოგი, მედიცინის აკადემიური დოქტორი ეკა ქურდაძე.
– როგორ მოვიქცეთ ალკოჰოლით ინტოქსიკაციის დროს?
– ალკოჰოლით ინტოქსიკაციის დროს ვეცადოთ, რომ ადამიანი შევაფხიზლოთ, სუფთა ჰაერზე გავიყვანოთ. თუ გონზეა სასურველია მექანიკურად ღებინების გამოწვევა. ამ დროს პაციენტმა უნდა მიიღოს მაგარი ყავა, ჩაი ან მინერალური წყალი. დაძინებისას უსაფრთხო პოზაში დავაწვინოთ, გვერდულად.
– რამდენად რეკომენდებულია ალკოჰოლზე გაზიანი ან ტკბილი სასმელის დაყოლება?
– ალკოჰოლურ სასმელზე გაზიანი, ტკბილი სასმელის დაყოლება არ არის რეკომენდებული. გირჩევთ, რომ ალკოჰოლს მიაყოლოთ წყალი, მინერალური სასმელი და ახლად მომზადებული ტკბილი კომპოტი.
– მოლხენის შემდეგ ნაბახუსევს ვებრძვით, რაიმე რეცეპტს ხომ ვერ გვასწავლით?
– ნაბახუსევზე შეგიძლიათ დალიოთ გაზგასული მინერალური წყალი, მიირთვათ მაწონი, კეფირი, მჟავე ან ახლად მოხარშული ტკბილი კომპოტი. თუ გაუსაძლისი თავის ტკივილი გაწუხებთ, მიიღეთ ტკივილგამაყუჩებელი, ზომიერად. სასარგებლოა ხილიც, განსაკუთრებით ციტრუსი, ანანასი, ბოსტნეულის წვნიანი.
ქირურგიის ეროვნული ცენტრის მისამართი: ქალაქი თბილისი, დიღომი, ჩაჩავას N5.
ქირურგიის ეროვნულ ცენტრს შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ქოლ–ცენტრის დახმარებით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
თქვენთვის პრობლემურ, ნებისმიერ საკითხზე, კონსულტაციის მიზნით, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ქირურგიის ეროვნული ცენტრის ექიმ–ტოქსიკოლოგს ეკა ქურდაძეს ნომერზე 577 11 86 91.
გისურვებთ ჯანმრთელობას!