ქირურგიის ეროვნული ცენტრის ბათუმის კლინიკამ წარმატებით გაიარა KTQ საერთაშორისო აკრედიტაცია

ქირურგიის ეროვნული ცენტრის ბათუმის კლინიკამ წარმატებით გაიარა KTQ საერთაშორისო აკრედიტაცია

სიახლე კ.ერისთავის სახელობის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ეროვნული ცენტრის ბათუმის კლინიკაში! 
ქირურგიის ეროვნული ცენტრის ბათუმის კლინიკამ წარმატებით გაიარა KTQ (Kooperation für Transparenz und Qualität im Krankenhaus) საერთაშორისო აკრედიტაცია! 
ამ აღიარებით ჩვენი კლინიკა კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, მაღალი ხარისხის და უსაფრთხო სამედიცინო მომსახურებას გთავაზობთ. ახლა ბათუმის კლინიკაში პაციენტებს აქვთ შესაძლებლობა, მიიღონ ევროპული ხარისხის სერვისი ქალაქიდან გაუსვლელად.