ქირურგიის ეროვნული ცენტრის კიდევ ერთი საჩუქარი მოსახლეობას – მორიგი უფასო გასინჯვის აქცია ბაზალეთში

ქირურგიის ეროვნული ცენტრის კიდევ ერთი საჩუქარი მოსახლეობას – მორიგი უფასო გასინჯვის აქცია ბაზალეთში

ქირურგიის ეროვნული ცენტრის ექიმებმა მორიგი უფასო გასინჯვის აქცია გამართეს დუშეთის რაიონის სოფელ ბაზალეთში.

აქცია ჩატარდა სოფლის ამბულატორიის შენობაში და მონაწილეობა მიიღო 74–მა ადამიანმა. მათ ისარგებლეს სხვადასხვა პროფილის ექიმის კონსულტაციით და ჩაიტარეს შესაბამისი კვლევები.

 

აქციაში ჩართულნი იყვნენ ქირურგიის ეროვნული ცენტრის:

  • ზოგადი ქირურგი;
  • გინეკოლოგი;
  • ნევროლოგი;
  • ტრავმატოლოგი;
  • უროლოგი;
  • თერაპევტი;
  • კარდიოლოგი;
  • სისხლძარღვთა ქირურგი;
  • რადიოლოგი;
  • ენდოკრინოლოგი.

პაციენტებს სტანდარტულად ჩაუტარდათ უფასო ექოსკოპიური და კარდიოლოგიური  გამოკვლევები,  სისხლში გლუკოზის განსაზღვრა.

აქციის ჩატარებაში ქირურგიის ეროვნულ ცენტრს დაეხმარა ექიმი გიორგი ასლამაზაშვილი, რომელიც ადგილობრივი მუნიციპალიტეტის სოციალური  კომისიის წევრია.

აღსანიშნავია, რომ აქციას დაესწრო დუშეთის გამგებელი ზურაბ სეხნიაშვილი.

აქციაზე მისულმა მოსახლეობამ ქირურგიის ეროვნული ცენტრის უფასო სამედიცინო გასინჯვის აქცია აღიქვა პოზიტიურად. როგორც განაცხადეს, ქირურგიის ეროვნული ცენტრის მხარდაჭერა მათთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო და სურდათ ექიმის გულისხმიერი მოპყრობა, რაც უხვად მიიღეს.

აქციის ბოლოს პაციენტებს დაურიგდათ კომპანია „ავერსის“  მიერ გამოყოფილი  მედიკამენტები.    

ქირურგიის ეროვნული ცენტრი ყოველთვის მზადაა იყოს ქვეყნის სამსახურში, იზრუნოს მოსახლეობის ჯანმრთელობაზე. ქირურგიის ეროვნული ცენტრის მაღალკვალიფიციური ექიმები რეგულარულად სტუმრობენ რეგიონებს და ადგილობრივებს სთავაზობენ უფასო სამედიცინო გასინჯვის აქციას. ქირურგიის ეროვნული ცენტრის ექიმების კომპეტენტური აზრი ძალიან მნიშვნელოვანია პაციენტების დროული და სწორი დიაგნოსტირებისა და მკურნალობისთვის. აქციების მნიშვნელოვანი ბენეფიტია მედიკამენტები, რაც უსასყიდლოდ ურიგდებათ აქციაში მონაწილე ადამიანებს.

ქირურგიის ეროვნული ცენტრი მულტიპროფილური კლინიკაა, სადაც მკურნალობა და დიაგნოსტირება უახლესი ტექნოლოგიებითა და თანამედროვე სტანდარტებით ტარდება.

ქირურგიის ეროვნული ცენტრის მისამართი: ქალაქი თბილისი, დიღომი, ჩაჩავას N5;

ქირურგიის ეროვნულ ცენტრს შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ქოლ–ცენტრის დახმარებით ნომერზე 577 11 91 19 ან 2 02 25 25;

გისურვებთ ჯანმრთელობას!

 

 ვიდეო გალერეა