11 ივნისს ქირურგიის ეროვნული ცენტრი უფასო გასინჯვების აქციას კახეთში ჩაატარებს
კ. ერისთავის სახელობის ქირურგიის ეროვნული ცენტრი მხარს უჭერს საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივას და აგრძელებს ქვეყნის მასშტაბით გასვლით აქციებს.
ამჯერად, ჩვენი კლინიკა 2021 წლის 11 ივნისს, დილის 11 საათიდან, უფასო გასინჯვების აქციას თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაფანყურში ჩაატარებს!
აქციის ფარგლებში, მოსახლეობას კონსულტაციას გაუწევენ შემდეგი პროფილის ექიმ-სპეციალისტები:
- თერაპევტი;
- კარდიოლოგი;
- ოფთალმოლოგი;
- ქირურგი;
- ანგიოქირურგი;
- ენდოკრინოლოგი;
- ნევროლოგი;
- გინეკოლოგი;
- ტრავმატოლოგი;
- უროლოგი;
- ექოსკოპისტი;
- ეკგ ექთანი;
- ტრიაჟის ექიმი.
ამას გარდა, სოფელ ლაფანყურის მოსახლეობა, საჭიროებისამებრ, უფასოდ მიიღებს საჭირო მედიკამენტებს!
სიკეთე გადამდებია!
ქირურგიის ეროვნული ცენტრი - ძირძველი ტრადიციები 1946 წლიდან!