რატომ არის აუცილებელი რეგულარული პროფილაქტიკური კვლევა?

რატომ არის აუცილებელი რეგულარული პროფილაქტიკური კვლევა?

ცდებით თუ ფიქრობთ, რომ რადგან არაფერს უჩივით და არაფერი გაწუხებთ, აბსოლუტურად ჯანმრთელი ხართ!

რეპროდუქციული ჯანმრთელობისთვის საჭიროა პროფილაქტიკური კვლევა.

რას გულისხმობს ეს კვლევა?

ეს კვლევა გულისხმობს სრულ სამედიცინო შემოწმებას ექსპრეს ფორმატში. მოკლე დროში პაციენტი იღებს სრულყოფილ ინფორმაცის საკუთარი ორგანიზმის ჯანმრთელობისა თუ  ავადობის მდგომარეობის შესახებ, შემდგომი პრევენციისა და მკურნალობის მიზნით.

სტანდარტული, დისპანსერული პროცედურებისგან განსხვავებით, ამ ტიპის კვლევის უპირატესობაა კვლევებისთვის განკუთვნილი მცირე დრო, რაც, რასაკვირველია, ძალიან მნიშვნელოვანია იმ ადამიანისთვის, რომელიც დასაქმებულია და დროის უქონლობას უჩივის.  

ვის სჭირდება სრული სამედიცინო კვლევა?

პირველ რიგში ე.წ გარეგნულად ჯანმრთელ ადამიანს, რადგანაც დიაგნოსტირებული პაციენტები უკვე იმყოფებიან აღრიცხვაზე და გადიან შესაბამის მკურნალობას.

ბევრი დაავადება ადრეულ სტადიაზე არ ვლინდება და მხოლოდ ინსტრუმენტული და ლაბორატორიული კვლევებით დგინდება, მკურნალობის წარმატება კი ნაადრევ დიაგნოსტირებაზეა დამოკიდებული.

გახსოვდეთ, ნებისმიერი დაავადების (მათ შორის კიბოსიც) ადრეულ სტადიაზე აღმოჩენა და მკურნალობა ბევრად უფრო ეფექტურია, ვიდრე შორსწასულ შემთხვევებში.

დაგვირეკეთ