როგორ ამოვიცნოთ წითელა და რა გზით ვრცელდება მწვავე ვირუსული დაავადება?

როგორ ამოვიცნოთ წითელა და რა გზით ვრცელდება მწვავე ვირუსული დაავადება?

წითელა მწვავე ვირუსული დაავადებაა.

აღსანიშნავია, რომ წითელა ერთ-ერთი ყველაზე გადამდები დაავადებაა და აეროგენული (ჰაერწვეთოვანი) გზით ვრცელდება. სამწუხაროდ, იმის რისკი, რომ ვირუსთან კონტაქტის შემდეგ იმუნიტეტის არმქონე ადამიანი დაავადდეს, თითქმის 100%–ია.

ტრადიციულად, წითელა ბავშვთა დაავადებად ითვლება, მაგრამ დაავადების ეპიდემიოლოგიამ განიცადა მნიშვნელოვანი ცვლილება, რაც იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერი პირი, რომელიც ექსპოზიციის ქვეშ იმყოფება და არ აქვს გამომუშავებული (არ იყო აცრილი) იმუნიტეტი, დიდი ალბათობით დაავადდება.

წითელას შესახებ გვესაუბრება ქირურგიის ეროვნული ცენტრის ეპიდემიოლოგი ნანა დიდიძე.

რა გზით ვრცელდება წითელა?

ინფექციის წყაროა დაავადებული ადამიანი, რომელიც განსაკუთრებით საშიშია დაავადების ადრეულ, კატარულ პერიოდში.

ვირუსი ბუდობს ავადმყოფის ცხვირისა და პირის ღრუს ლორწოვანში, ხოლო ხველებისა და ცემინების დროს იფრქვევა და ვრცელდება ჰაერში, რაც საბოლოო ჯამში კონტაქტში მყოფთა დაინფიცირებას იწვევს.

წითელას ვირუსი საქართველოში

წითელას ინკუბაციის პერიოდი

ინკუბაციის პერიოდი ინფიცირების მომენტიდან პირველი სიმპტომების გამოვლენამდე შეადგენს 7-18 დღეს.

წითელას სიმპტომები

წითელას ტიპიური შემთხვევა იწყება მწვავედ და ვლინდება შემდეგი სიმპტომებით: ტემპერატურის მომატება, რომელსაც თან ახლავს ხველა, რინიტი, კონიუქტივიტი. სიმპტომების დაწყებიდან დაახლოებით 2-3 დღის შემდეგ პირის ღრუში შეიძლება გაჩნდეს წვრილი, თეთრი გამონაყარი, 5-6 დღის შემდეგ კი ავადმყოფის სხეულზე ჩნდება გამონაყარი (არავეზიკულური).

თავდაპირველად გამონაყარი ჩნდება სახეზე (შუბლზე), რომელიც შემდეგ ვრცელდება მთლიან სხეულზე, ზევიდან ქვევით (კისერი, ტორსი, ხელები, ფეხები, ტერფები). რამდენიმე დღეში ტემპერატურა იწევს დაბლა, იწყება გამონაყარის პიგმენტაცია და თანდათან ქრება.

წითელა

წითელა და მისი გართულებები

წითელამ შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული გართულებები, კერძოდ:

ძალიან სერიოზული შორეული გართულებაა ქვემწვავე მასკლეროზირებელი პანენცეფალიტი, რომელიც შესაძლებელია განვითარდეს წითელას გადატანიდან რამდენიმე წლის შემდეგ.

როდის მივმართოთ ექიმს?

დროული და ზუსტი კლინიკური დიაგნოსტირების მიზნით, კლინიკური ნიშნების გამოვლენისთანავე უნდა მიმართოთ სამედიცინო დაწესებულებას!

როგორ დავიცვათ თავი?

წითელა ვაქცინით მართვადი დაავადებაა! არ არსებობს ამ დაავადების სპეციფიკური მკურნალობა. სპეციფიკურია მხოლოდ პროფილაქტიკა, რომლის ერთადერთი საშუალებაც უსაფრთხო და უფასო ვაქცინაციაა!

ქირურგიის ეროვნული ცენტრის მისამართი: ქალაქი თბილისი, დიღომი, ჩაჩავას N5.

ქირურგიის ეროვნულ ცენტრს შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ქოლ–ცენტრის დახმარებით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.

თქვენთვის პრობლემურ, ნებისმიერ საკითხზე, კონსულტაციის მიზნით, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ქირურგიის ეროვნული ცენტრის ეპიდემიოლოგს ნანა დიდიძეს ნომერზე 577 09 13 77.

გისურვებთ ჯანმრთელობას!