ქირურგიის ეროვნულ ცენტრში გაიხსნა სკრინინგის ცენტრი, სადაც შეგიძლიათ ისარგებლოთ სკრინინგ–პროგრამებით.
კიბო ძალიან ვერაგი დაავადება, რომლისთვისაც ტკივილი არაა დამახასიათებელი და ძირითადად, უფრო გვიან სტადიაზე ვლინდება.
ქირურგიის ეროვნული ცენტრის სკრინინგ–ცენტრში, სკრინინგ–კვლევების საშუალებით, საწყის სტადიაზე შესაძლებელია პათოლოგიური უბნის აღმოჩენა, ანუ მაშინ, როდესაც ადამიანი ჯერ კიდევ ვერ ამჩნევს რაიმე სახასიათო ნიშანს, სიმპტომს (ან სიმპტომებს).
სკრინინგის საშუალებით შესაძლებელია კიბოს აღმოჩენა ნულოვან სტადიაზე (Carcinoma in situ ), ანუ როცა არსებობს არა მხოლოდ სიცოცხლის გახანგრძლივების შანსი, არამედ განკურნების შესაძლებლობა.
ქირურგიის ეროვნული ცენტრის სკრინინგ–ცენტრში ადრეულ ეტაპზე შესაძლებელია პათოლოგიური უბნის აღმოჩენა, ანუ მაშინ, როდესაც ადამიანი ჯერ კიდევ ვერ ამჩნევს რაიმე სახასიათო ნიშანს, სიმპტომს (ან სიმპტომებს) და რომელიც მხოლოდ გარკვეული მეთოდებით შეიძლება იყოს გამოვლენილი და არა კლინიკური ნიშნით.
სწორედ ამიტომ ქირურგიის ეროვნული ცენტრი მოსახლეობას სთავაზობს სხვადასხვა ტიპის (ძუძუს კიბოს, საშვილოსნოს ყელის კიბოს, წინამდებარე ჯირკვლის დაავადებების, კოლორექტალური კიბოს, მელანომის და სხვა ონკო–პათოლოგიების) სკრინინგულ კვლევებს ულტრათანამედროვე აპარატებზე.
მამოგრაფიისთვის გამოიყენება Planmed Clarity 3D ციფრული ტომოსინთეზის ფუნქციის მქონე მამოგრაფი, რომელიც ახალი სიტყვაა სარძევე ჯირკვლის სიმსივნეების ადრეულ დიაგნოსტირებაში. ტომოსინთეზი კომპიუტერული ტომოგრაფიის ანალოგიურ გამოსახულებას იძლევა. აღსანიშნავია, რომ მსგავსი უნიკალური თვისებებით აღჭურვილი მამოგრაფი მთელ საქართველოში ერთადერთია და მხოლოდ ქირურგიის ეროვნულ ცენტრშია განთავსებული. სხვა ლაბორატორიული კვლევები კი ჩატარდება ქირურგიის ეროვნული ცენტრის ქართულ–გერმანულ ლაბორატორიაში. ექოსკოპიური კვლევებისთვის ვიყენებთ უახლესი პრემიუმ კლასის ექოსკოპიის აპარატ Voluson E 10–ს. ულტრათანამედროვე აპარატის ელექტრონული მატრიცის 4D ტექნოლოგიის საშუალებით ექიმები მცირე დროში იღებენ უმაღლესი ხარისხის მკაფიო გამოსახულებას. აპარატი ახდენს გამოსახულების მკვეთრ ვიზუალიზებას.
აპარატის კიდევ ერთი ფუნქციაა რბილი ქსოვილების პათოლოგიური პროცესების დიაგნოსტირება. გინეკოლოგიაში საშვილოსნოს პათოლოგიებს ვადგენთ 3D რეჟიმში. შეგვიძლია აღმოვაჩინოთ საშვილოსნოს კვანძოვანი მიომა, პოლიპი, საკვერცხის კისტა და სხვა.
ჯანმრთელობა არის სრული ფიზიკური, გონებრივი და სოციალური კეთილდღეობა და არა მხოლოდ დაავადების ან უძლურობის არარსებობა. ჯანმრთელობის გარეშე ყველაფერს ეკარგება თავისი ხიბლი!
ქირურგიის ეროვნული ცენტრის მისამართი: ქალაქი თბილისი, დიღომი, ჩაჩავას N5;
ქირურგიის ეროვნულ ცენტრს შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ქოლ–ცენტრის დახმარებით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25;
გისურვებთ ჯანმრთელობას!
თუ გსურთ, მეტი შეიტყოთ ძუძუს კიბოზე, იხილეთ ვრცლად!