ერთად ვიზრუნოთ თქვენს ჯანმრთელობაზე!

ერთად ვიზრუნოთ თქვენს ჯანმრთელობაზე!

27 ივნისს ამ ლოზუნგით ატარებენ კ.ერისთავის სახელობის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ეროვნული ცენტრის ექიმები პედაგოგების მორიგ უფასო გასინჯვის აქციას.

კ.ერისთავის სახელობის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ეროვნული ცენტრი - დიდი ტრადიციების მქონე მაღალი ტექნოლოგიებით აღჭურვილი პოლიპროფილური კლინიკაა, სადაც ფართოდაა დანერგილი დიაგნოსტიკისა და მკურნალობის თანამედროვე მეთოდები, ლაპარასკოპიული და ენდოსკოპიური ოპერაციული მედიცინის მიღწევები, მაღალ დონეზეა განვითარებული ისეთი სერვისები, როგორიცაა ქირურგია, სისხლძარღვთა და ენდოვასკულური ქირურგია, უროლოგია, გინეკოლოგია, ტრავმატოლოგია, ნეიროქირურგია, ტრანსპლანტოლოგია, ნევროლოგია, ჰემატოლოგია, ნეფროლოგია, კარდიოლოგია, თერაპია, ალერგოლოგია, ტოქსიკოლოგია, კრიტიკული მედიცინა.

აქციის ფარგლებში უფასო კონსულტაციებს ჩაატარებენ ქირურგიის ეროვნული ცენტრის სხვადასხვა პროფილის მაღალპროფესიონალი ექიმები: ზოგადი ქირურგი, გინეკოლოგი, უროლოგი, თერაპევტი, კარდიოლოგი, ნევროპათოლოგი, სისხლძარღვთა ქირურგი, ექოსკოპისტი.

საჭიროების შემთხვევაში, პაციენტებს ჩაუტარდებათ უფასო ექოსკოპიური და კარდიოლოგიური გამოკვლევები.

კ.ერისთავის სახელობის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ეროვნული ცენტრი – საუკეთესო ტრადიციები და მაღალი პროფესიონალიზმი 1946 წლიდან...

მობძანდით 27 ივნისს, 10:00 საათზე კ. ერისთავის სახელობის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ეროვნული ცენტრის კლინიკა "ახალ სიცოცხლეში", სადაც თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის, რიმა ბერაძის ინიციატივით, ჩუღურეთის რაიონში მცხოვრებ მოქალაქეებს ჩაუტარდებათ უფასო გამოკვლევები.