გულის მსოფლიო დღე

გულის მსოფლიო დღე

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია 29 სექტემბერს გულის მსოფლიო დღეს აღნიშნავს, რომლის მიზანიც, პრევენციის გზით გულ-სისხლძარღვთა დაავადებების შემცირება გახლავთ

ქირურგიის ეროვნული ცენტრი, უერთდება გულის მსოფლიო დღეს.

გულ-სისხლძარღვთა დაავადებები მთელ მსოფლიოშია გავრცელებული, ამის გამო ხშირია ადამიანთა დაინვალიდება და გარდაცვალება.

გულის დაავადებებისა და ინსულტის განვითარების ძირითადი რისკ-ფაქტორები

  • მაღალი არტერიული წნევა;
  • სისხლში ქოლესტერინის მომატებული მაჩვენებელი;
  • გლუკოზის მაღალი დონე;
  • თამბაქოს მოხმარება;
  • კვების რაციონში ხილისა და ბოსტნეულის არასაკმარისი რაოდენობა;
  • ჭარბი წონა;
  • დაბალი ფიზიკური აქტივობა.

ყველაზე გავრცელებულ პათოლოგიებს შორის, პირველ ადგილზეა არტერიული ჰიპერტენზია, რომელიც სისხლძარღვოვანი პათოლოგიების – მიოკარდიუმის ინფარქტისა და თავის ტვინის ინსულტის განვითარების ძირითადი რისკ-ფაქტორია, რომლის შემცირება შესაძლებელია ცხოვრების ჯანსაღი წესით, ამისთვის კი, აუცილებელია:

  1. ფიზიკური აქტივობა;
  2. ჯანსაღი კვება;
  3. თამბაქოზე უარის თქმა.

ამ დაავადებების მკურნალობისთვის და მოსალოდნელი გართულებების თავიდან აცილების თვალსაზრისით,  კლინიკაში შექმნილია კარდიოლოგიური სამსახური, რომელიც გთავაზობთ, გულ-სისხლძარღვთა სისტემის არაერთ კვლევას ფასდაკლებით.

კარდიოლოგიური აქციები

თუ გსურთ, კარდიოლოგიური აქცია-ფასდაკლებები იხილოთ ვრცლად, გადადით ბმულზე:

გაითვალისწინეთ, რომ აქციით სარგებლობისთვის აუცილებელია წინასწარ ჩაწერა, ქოლცენტრის საკონტაქტო ნომერზე: 577 119 119 ან 2 02 25 25.

გისურვებთ ჯანმრთელობას!