ქირურგიის ეროვნულ ცენტრში აქტიურად მიმდინარეობს ონკოლოგიურ ავადმყოფთათვის მკურნალობის ახალი მეთოდების დანერგვა როგორც ქირურგიული მკურნალობის, ისე სხივური და ქიმიოთერაპიის სახით.
სხივური თერაპიის დეპარტამენტი აღიჭურვება VARIAN-ის ფირმის ულტრათანამედროვე სხივური ამაჩქარებლებით.
თანამედროვე გაიდლაინების თანახმად, ოპერაციულ ონკოლოგიურ ქირურგიაში ასევე გამოიყენება ადგილობრივი სხივური თერაპია. სწორედ ამ მიზნით ქირურგიის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელები გენერალური დირექტორი ლაშა ბაზაძე და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე თეა გამეზარდაშვილი გერმანიაში, ქალაქ ობერკოჰენში გაემგზავრნენ.
ისინი ობერკოჰენის სამედიცინო ტექნოლოგიების ცენტრში შეხვდნენ პასუხისმგებელ პირებს:
Matthias Ahlgrimm- Vice president Business Sector Radiotherapy
Vincent-Luc Le Glaunec – Director of Global Sales Radiotherapy
Dr. Brigitte Both – Director Medical &Health Economy
Matthias Benker - Global Head Clinical Application Management
Udo Baumann- Manager Operations & Servaice Radiotherapy
Dr. Annet Burzlaff – Zeiss Academy MED
Velko Stoimenov – Sales manager Radiotherapy, Central & Eastern Europe, Russia, CIS, Israel
ვიზიტმა წარმატებით ჩაიარა. სულ მალე შესაძლებელი გახდება რობოტული ტექნოლოგიების დანერგვა ქირურგიის ეროვნულ ცენტრში.