მოგესალმებით,
თქვენთვის განკუთვნილ პასუხში გაეცნობით შემდეგ ინფორმაციას:
- რა არის BhCG;
- როდის ინიშნება BhCG-ის ტესტი;
- რა არის პროფერტილი.
BhCG – human Chorionic Gonadotropin წარმოადგენს ქორიონული გონადოტროპინის განმსაზღვრელ ტესტს, რომელიც არის პლაცენტის მიერ წარმოქმნილი ჰორმონი. ჩვეულებრივ, მისი დონე სწრაფად იმატებს ორსულობის პირველ ტრიმესტრში.
აღნიშნული ტესტი ტარდება ორსულობის გამოსავლენად. ასევე, BhCG-ის ტესტი შეიძლება დაინიშნიოს, როდესაც ეჭვი აქვთ შემდეგ მდგომარეობებზე:
- ექტოპიური ორსულობა;
- სპონტანური აბორტი;
- გესტაციური ტროფობლასტური დაავადება.
პროფერტილი
ეს არის სპეციფიკური სამედიცინო დანიშნულების საკვები და განკუთვნილია შვილის ყოლის მსურველი პოლიცისტური საკვერცხის სინდრომის (PCOS) მქონე ქალების ნუტრიციული მართვისათვის.
შესაბამიად, დიახ, პროფერტილი ენდომეტრიუმის ზრდას უწყობს ხელს.
მედიკამენტი აუცილებლად უნდა მიიღოთ ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ.
სხვა დეტალური ინფორმაციის მისაღებად კი, უმჯობესია მიმართოთ თქვენს გინეკოლოგს.
ასევე, ალტერნატიული აზრის მოსასმენად და ორსულობის დაგეგმარებისთვის, შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკა „ახალ სიცოცხლეში“ სადაც მაღალკვალიფიციურ ექიმთა გუნდი გაგიწევთ სათანადო დახმარებას.
- ანალოგიურ შეკითხვაზე პასუხი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://kirurgia.ge/shekitxva-eqims/ginekologia/33
სხვა დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 059 900.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას!