C ჰეპატიტი - უროლოგია

კითხვა: გამარჯობა ექიმთან სიარულისთვის ვერ ვიცლი ხან ფინანსები არ მიწყობს ხელს,ცეჰეპატიტი მქონდა და ვიმკურნალე პროგრამით ექიმს ვეღარ ვუკავშირდები,მაქვს F2 მდგომარეობა ღვიძლისა მკურნალობის შემდეგ გავესინჯე.იქნებ მირჩიოთ ღვიძლის აღმდგენი საშუალება.და კიდევ პროსტატისთვის იქნებ მირჩიოთ რამე.
პასუხი:

მოგესალმებით,
C ჰეპატიტი – ღვიძლის ვირუსული ანთებაა, რომელსაც იწვევს ფლავივირუსების ჯგუფის ვირუსი.
ჰეპატიტის დროს ვითარდება ღვიძლის ანთებითი დაზიანება. დაავადებას აქვს მწვავე და ქრონიკული ფორმა, თუმცა შემთხვევათა 70-85%-ში იგი ქრონიკული მიმდინარეობისაა.
C ჰეპატიტის ვირუსი (HCV) ჰეპატივირუსების ოჯახს ეკუთვნის. ცნობილია, რომ C ჰეპატიტის ვირუსით ინფიცირებული ორგანიზმი ათიდან დაახლოებით ორ შემთხვევაში მთლიანად თავისუფლდება ვირუსისგან და დაავადება ქრონიკულ ფორმას მხოლოდ რვა შემთხვევაში იღებს. თუმცა C ჰეპატიტის გამომწვევი ვირუსის მნიშვნელოვანი თავისებურებაა მისი გენეტიკური არაერთგვაროვნება. HCV -ს შესწევს უნარი, ხელიდან დაუსხლტეს იმუნურ ზედამხედველობას. მისი ანტიგენური სტრუქტურა წუთის განმავლობაში მრავალჯერად იცვლება, მიმდინარეობს “დროში შეჯიბრება” ახალი ანტიგენური შტამების წარმოქმნასა და გამანეიტრალებელი ანტისხეულების გამომუშავებას შორის. ამ შეჯიბრებაში ვირუსი იმარჯვებს, რაც განაპირობებს HCV -ს მრავალწლიანი ინფექციის ფორმირებას.
HCV უმთავრესად ღვიძლის ქსოვილს აზიანებს, თუმცა ცნობილია დაავადების ბევრი ღვიძლგარე გამოვლინებაც, რომლებიც მოიცავს კანს, თვალებს, სახსრებს, იმუნურ სისტემას, ნერვულ სისტემას, თირკმელებს, ასევე – სხვა ორგანოებსა და ორგანოთა სისტემებს. მათი განვითარების მექანიზმები დაწვრილებით არ არის შესწავლილი, თუმცა ცნობილია, რომ ამ გამოვლინებათა უმრავლესობა აუტოიმუნური გენეზისაა.
ღვიძლში ქრონიკულად მიმდინარე ანთებითი პროცესის შედეგად ვითარდება ღვიძლის ფიბროზი, რაც ღვიძლის ქსოვილში დიდი რაოდენობით კოლაგენის ჩალაგებით და მისი ელასტიურობის დაქვეითებით ვლინდება, თუმცა ღვიძლის სტრუქტურა და ფუნქციები ძირითადად შენარჩუნებულია.
სწრაფი მარტივი ტესტი დადებითი და ფიბროსკანის შედეგით F2-F3 ან მეტი ხარიხი, ნიშნავს, რომ ღვიძლის ფიბროზის ხარისხის დადგენა ვერ მოხერხდა.
ეცადეთ დაუკავშირდეთ თქვენს მკურნალ ექიმს, გამონახეთ როგორმე დრო და მიაკითხეთ იმ ცენტრს, სადაც მონაწილეობდით C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში.
დისტანციურად მედიკამენტებზე ვერ მიგითითებთ, ეს არაპროფესიულია.
რაც შეეხება პროსტატიტს, მობრძანდით ჩვენს კლინიკაში უროლოგთან უფასო კონსულტაციაზე, არის ნიუანსები, რომელიც მხოლოდ პაციენტმა და მკურნალმა ექიმმა უნდა შეათანხმონ, უშუალო ვიზიტისას.
უროლოგთან უფასო საკონსულტაციო დღეა ხუთშაბათი, წინასწარი ჩაწერით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა