კითხვა: გამარჯობა! მაქვს თავის შიშინი , გონების დაკარგვა და კომპიუტერული ტომაგრაფია გადავიღო თუ მაგნიტურ-რეზონანსული? გთხოვთ,მიპასუხოთ
პასუხი:

მოგესალმებით,
ზოგადად, კომპიუტერული ტომოგრაფია მაგნიტურ-რეზონანსულთან შედარებით სწრაფი და მოხერხებული მეთოდია. ის საშუალებას გვაძლევს, გამოვიკვლიოთ პაციენტი ამა თუ იმ დაავადების, მაგალითად, იშემიური ან ჰემორაგიული ინსულტის მწვავე სტადიაში, ტრავმული დაზიანებების დროს ,პნევმონიერბის და ფილტვის სხვა დაავადებების ,მუცლის ღრუს ორგანოების პათოლოგიების და სხვ. კომპიუტერულ ტომოგრაფიას ფართოდ იყენებენ ნევროლოგიაში, ნეიროქირურგიაში, ტრავმატოლოგიაში, პულმონოლოგიასა და ონკოლოგიაში.
მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია გაცილებით ნატიფი კვლევაა და შედარებით ხანგრძლივი . არის შემთხვევები ,რომელიც კტ კვლევის დროს ვერ ვლინდება ,ხოლო მრტ კვლევის დროს თვალსაჩინოა ,მაგალითად იშემიური ინსულტის მწვავე სტადიის დროს , როდესაც კტ-ზე იშემიის კერა ჯერ კიდევ არ არის ჩამოყალიბებული . მრტ კვლევა შეუცვლელია სანაღვლე გზების და გინეკოლოგიური პათოლოგიების დროს.
მაგნიტურ-რეზონანსული გამოკვლევით სამ განზომილებაში სრული ინფორმაცია შესაძლოა მივიღოთ, 20-30 წუთის განმავლობაში ,ხოლო კომპიუტერული ტომოგრაფია კი 5-10 წუთს საჭიროებს .
თქვენს შემთხვევაში, სასურველია, საჭირო კლინიკურ კვლევაზე რეკომენდაცია ნევროლოგმა მოგცეთ.
ამ მიზნით, შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში და ისარგებლოთ ნევროლოგთან უფასო კონსულტაციით, რომელიც ტარდება ყოველ პარასკევს.
მისი რეკომენდაციის შემდეგ, შეგვიძლია შემოგთავაზოთ ფასდაკლებები, ვრცლად იხილეთ ბმულზე:
● თავის ტვინის კომპიუტერული ტომოგრაფია:  https://kirurgia.ge/article/31006/uprecedento-aqcia-tavis-tvinis-kompiuteruli-tomografia 
● თავის ტვინის მაგნიტურ-რეზონანსული გამოკვლევა და მაგისტრალური სისხლძარღვების (ექსტრაქრანიალური) დოპლეროგრაფია :     https://kirurgia.ge/article/31237/gawukhebt-khshiri-tavis-tkivili,-tavbruskhveva,-wonasworobis-darghveva,-shuili-yurebshi- 


ნევროლოგის უფასო კონსულტაციის მისაღებად აუცილებელია წინასწარ ჩაწერა, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა