კითხვა: თვალზე დემოდეკოზის მკურნალობის შედეგად ( ბლეფაროგელი2) მოხდა წამწამების ფოლიკულების ჰიპერპლაზია. დახშულის გარქოვანებული მასით. ერთი წელია არანაირი ცვლილება. არის რამე საშველი? წამწამები ამოდის სხვადასვა მიმართულებით.
პასუხი:

მოგესალმებით,
დემოდეკოზის გამომწვევია 0,2-0,5 მმ ზომის პარაზიტი დემოდექსი, რომელიც 0,2-0,5 მმ ზომის პარაზიტია. დაავადების ფორმისა და სტადიის მიხედვით, მკურნალობა შეიძლება გაგრძელდეს 4-6 კვირიდან 1 წლამდე.
თქვენს შემთხვევაში, საჭიროა დამატებითი სამკურნალო საშუალებები, რომლებიც აღადგენენ დაზიანებულ უბნებს, გაწმენდენ ცხიმოვანი ჯირკვლების შიგთავსს, ასევე შეამცირებენ განმეორებითი ინფექციის რისკს.
იმისთვის რომ მკურნალობის მეთოდი სწორად იყოს შერჩეული, გასათვალისწინებელია მრავალი ნიუანსი, მაგალითად, ხომ არ გაქვთ მშრალი თვალის სინდრომი.
შეგიძლიათ, მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში ოფთალმოლოგთან კონსულტაციაზე, სადაც მდგომარეობის ობიექტური შეჯერების შემდეგ დაგენიშნებათ მკურნალობა აპრობირებული მეთოდით.

სხვა დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა