მოგესალმებით,
თავბრუსხვევისა და თავის ტკივილის გამომწვევი ბევრი მიზეზი არსებობს, მათ შორისაა ოფთალმოლოგიური პათოლოგიები, როგორც აღნიშნავთ გაქვთ მხედველობის გაორება.
მისი გამომწვევი შესაძლოა იყოს:
- კერატოკონუსი – რქოვანას დაავადება, რომლისთვისაც დამახასიათებელია თვალის რქოვანა გარსის პროგრესირებადი გათხელება და თვალშიდა წნევის ზემოქმედებით რქოვანას წინ გამობურცვა, შედეგად მისი სფერული ფორმა კონუსისებურით იცვლება.
- Сomputer Vision Syndrome, CVS ( კომპიუტერული დაღლილობის სინდრომი)
- ზარმაცი თვალის სინდრომი – ჩვენ ორი თვალით ვიხედებით ანუ ბინოკულარული მხედველობა გვაქვს, ზარმაცი თვალის შემთხვევაში, თვალების შუქგარდატეხის უნარი სხვადასხვაგვარია, რის გამოც ტვინი გამოსახულებას ორივე თვალიდან ერთდროულად ვეღარ აღიქვამს, ვიღებთ 2 გამოსახულებას ან ცალი თვალი ხდება წამყვანი, მეორე კი მხედველობის ფუნქციაში ნაწილობრივ მონაწილეობს ან სრულიად გამოთიშულია.
- დიაბეტის დროს, თვალის ბადურის რეტინოპათიაც იწვევს გაორებას.
სრულყოფილი დიაგნოსტიკა შესაძლებელია მხოლოდ სპეციალისტის კონსულტაციისა და საჭირო გამოკვლევების ჩატარების შემდეგ.
დიაგნოსტირებისათვის იყენებენ თავის კომპიუტერულ და მაგნიტურ-რეზონანსულ ტომოგრაფიას, რომელიც როგორც მოგვითხრობთ უკვე ჩატარებული გაქვთ.
თავის ტვინში მიმდინარე ორგანული თუ არაორგანული ცვლილებების შესახებ უნიკალურ ინფორმაციას აწვდის ასევე ანგიოგრაფია.
თუმცა, სასურველია პირველ რიგში ვიზიტი განახორციელოთ ოფთალმოლოგთან.
შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში ოფთალმოლოგთან კონსულტაციაზე, სადაც პირველადი კლინიკური კვლევების შემდეგ, დადგინდება მხედველობის გაორების მიზეზი და დაგენიშნებათ მკურნალობა.
რაც შეეხება ანევრიზმას, კლინიკის აქციის ფარგლებში, შეგვიძლია შემოგთავაზოთ მაგნიტურ–რეზონანსულ ანგიოგრაფიაზე ფასდაკლება, ვრცლად იხილეთ ბმულზე: https://kirurgia.ge/article/31252/anevrizma---tqveni-sicockhlis-safrtkhe
დამატებითი ინფორმაციისათვის, დაგვიკავშირდით საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !