კითხვა: გამარჯობა. თვალში მაქვს სითხე მითხრრს ,რომ ნემსია საჭირო,რომელსაც აქვს 2 სხვადასხვა ფასი:250 და 950.თან მითცრეს რომ ორივრ ერთნაირია და არ განსხვაბდება დიდად .იქნებ ,გამარკვიოთ ამხელა სხვაონა აბა რაშია და თუ აფიმანსებს მერია გმადლობთ
პასუხი:
მოგესალმებით,
სავრაუდოდ გულისხმობთ ავასტინს, რომელიც ამცირებს ბადურაზე ახალწარმოქმნილი, პათოლოგიური სისხლძარღვების ზრდას.
ავასტინის ინექციები აღიარებულია მკურნალობის ოქროს სტანდარტად თვალის ისეთი რთული დაავადებების დროს, როგორიცაა:
- დიაბეტური რეტინოპათია;
- ასაკობრივი მაკულოდისტროფია;
- ბადურის სისხლძარღვების თრომბოზი;
- ნეოვასკულური გლაუკომა.
პათოლოგიის სირთულისა და სხვა ნიუანსების გათვალისწინებით, მკურნალი ექიმი არჩევს შესაბამისი ღირებულების მედიკამენტს.
უმჯობესია ამ საკითხთან დაკავშირებით, ამომწურავი ინფორმაციის მოწოდება სთხოვოთ თქვენს მკურნალ ექიმს.
ალტერნატიული აზრის მოსასმენად კი, შეგიძლიათ მომართოთ ჩვენს კლინიკაში ოფთალმოლოგს.
- ანალოგიურ შეკითხვაზე პასუხი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://kirurgia.ge/shekitxva-eqims/oftalmologia-/47
სხვა დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!