კითხვა: გამარჯობა მაქვს თვალის ქვემოთ პრიშიკის ხელა წერტილი სამი თვეა რაც მაქ და არ მირჩება რას მირჩევთ ექიმო?
პასუხი:

მოგესალმებით,
სავარაუდიდ საუბარი გაქვთ ქალაზიონზე, რომელიც ქუთუთოს ხრტილის სისქეში არსებული მკვრივი კვანძია, იგი გამოწვეულია ქუთუთოს ხრტილის ჯირკვლების (მეიბომის ჯირკვლების) ქრონიკული ანთებით.
ქალაზიონს არ ახასიათებს თვითგანკურნება, რადგან იგი ქრონიკული პათოლოგიაა.
განკურნება შესაძლებელია მხოლოდ ქირურგიული ჩარევით.
შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში ოფთალმოლოგთან კონსულტაციაზე.
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა