თვალშიდა წნევა - ოფთალმოლოგია

კითხვა: ძალიან გთხოვთ დამეხმარეთ მაქვს მარჯვენა თვალის გაორება მარჯვენა მხარეს დამჟუების შერძნება და თავბრუს ხვევა ეს დიდხანს გრძელდება კვირეები ვერ ვუკავშირებ რის გამო მეწყება ვიყავი ნერვოლოგთან თვალის ექიმთან და არაფერი არ არისო ტომიგრაფიაც გადავიღე ძალიან აუტანელი შეგრძნებაა ნერვებზე მოქმედებს ძალიან ნერვიული ვხდები ცხოვრების ხალისს მაკრგვინებს ღოგორც კი გა მივლის უკეთ ვხდები გთხოვთ რამე მირჩიეთ უამრავი დამამშვიდებლით თუ სისხლძარაღვების სამკურნალო წამლებით მიმკურნალეს მაგრამ უშედეგოდ 5წელია ესე ვიტანჯები.
პასუხი:

მოგესალმებით, მხედველობის გაორებას ბევრი მიზეზი აქვს. შესაძლოა ეს იყოს:
თვალშიდა წნევა, ის განაპირობებს თვალის სფერულ ფორმას, ოპტიკური სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას, თვალის ქსოვილების ტურგორს.
თვალში წნევას ქმნის თვალშიდა სითხის ცირკულაცია. თვალშიდა სითხე- თვალშიდა სტრუქტურების კვების წყაროა, რომელიც განაპირობებს ცვლის პროცესებს.
ასევე აქტუალურია იმ ადამიანებისათვის, რომლებსაც აქვთ:

  • არტერიული ჰიპერტენზია/ჰიპოტონია;
  • შაქრიანი დიაბეტი;
  • გულ-სისხლძარღვთა სისტემის პათოლოგია;
  • ფარისებრი ჯირკვალის პათოლოგია;
  • თირკმლის დაავადება;
  • სასუნთქი სისტემის პრობლემები;
  • ცენტრალური ნერვული სისტემის პათოლოგია.
  • კერატოკონუსი – რქოვანას დაავადება, რომლისთვისაც დამახასიათებელია თვალის რქოვანა გარსის პროგრესირებადი გათხელება და თვალშიდა წნევის ზემოქმედებით რქოვანას წინ გამობურცვა, შედეგად მისი სფერული ფორმა კონუსისებურით იცვლება;
  • დიაბეტი;
  • თვალის ბადურის რეტინოპათია;
  • ზარმაცი თვალის სინდრომი.

ჩვენ ორი თვალით ვიხედებით ანუ ბინოკულარული მხედველობა გვაქვს, ზარმაცი თვალის შემთხვევაში, თვალების შუქგარდატეხის უნარი სხვადასხვაგვარია, რის გამოც ტვინი გამოსახულებას ორივე თვალიდან ერთდროულად ვეღარ აღიქვამს, ვიღებთ 2 გამოსახულებას ან ცალი თვალი ხდება წამყვანი, მეორე კი მხედველობის ფუნქციაში ნაწილობრივ მონაწილეობს ან სრულიად გამოთიშულია.

როგორც აღნიშნავთ, უკვე მიგიმართავთ მათთვის და ასევე მათთან უნდა გაარკვიოთ ბოლომდე, შეიძლება თუ არა, რომ გაორება შესაბამისი მკურნალობის მიუხედავად ისევ ბაზილარული არტერიის სპაზმის ბრალი იყოს.
სრულყოფილი დიაგნოსტიკა შესაძლებელია მხოლოდ სპეციალისტის კონსულტაციისა და საჭირო გამოკვლევების ჩატარების შემდეგ. შემოგთავაზებთ, კლინიკაში მიმდინარე აქციის ფარგლებში ოფთალმოლოგთან უფასო კონსულტაციას ოთხშაბათსა და ხუთშაბათს, ხოლო ნევროლოგთან ვიზიტს პარასკევს.
წინასწარ ჩაწერა აუცილებელია ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
თუ გადაწყვეტთ ვიზიტზე მობრძანებას, სასურველია თან იქონიოთ ჩატარებული გამოკვლევების პასუხები.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა