თვალის ტკივილი - ოფთალმოლოგია

კითხვა: წნევა ნორმაშია ხშირად დაძაბულია თვალი და მოულოდნელად გიჟური თვალის ტკივილი ეწყება მალე გადაუვლის რა შეიძლება იყოს
პასუხი:

მოგესალმებით,
თვალის ტკივილის გამომწვევი მიზეზი შესაძლოა იყოს, როგორც ზედაპირული, ისე თვალის შიგნითა სტრუქტურების მომცველი.
ტკივილს შესაძლოა იწვევდეს ჩვეულებრივი დაღლილობა, თვალის მამოძრავებელი ნერვის, საძილე არტერიისა და მისი ტოტების დაზიანება.
ყველაზე ხშირად თვალის ტკივილს თვალის კუნთების გადაღლა, კონტაქტური ლინზებით კაკლის დაზიანება, არასწორად შერჩეული სათვალე იწვევს.
თვალის ტკივილი სხვადასხვანაირია: საკმაოდ ძლიერიც შეიძლება იყოს და მხოლოდ სიმძიმის ან მსუბუქი დისკომფორტის შეგრძნებითაც გამოიხატებოდეს. თვალის ტკივილი ასევე შეიძლება გამოიწვიოს:

  •  უვეიტმა;
  •  მიკროორგანიზმებით თვალის ინფიცირებამ;
  •  ვირუსული ინფექციით გამოწვეულმა სამწვერა ნერვის ტოტების ანთებამ;
  •  ალერგიამ;
  •  ქუთუთოების ანთებამ;
  •  საცრემლე სადინარის დახშობამ;
  •  ქალაზიონმა;
  •  რქოვანას ცვეთამ;
  •  გლაუკომამ;
  •  თვალის ფერადი გარსის ანთებამ;
  •  კონიუნქტივიტმა
  •  მშრალი თვალის სინდრომმა (კომპიუტერთან ხანგრძლივი მუშაობის შედეგად განვითარებული ამ ტიპის ტკივილები უკანასკნელ ხანს საკმაოდ გახშირდა ) და ა.შ.

თქვენს შემთხვევაში, თუ რა იწვევს თვალის ტკივილს, რთული სათქმელია, აუცილებელია ინსტრუმენტულად მოხდეს თვალის გამოკვლევა.
შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში ოფთალმოლოგთან კონსულტაციაზე, რომელიც საჭირო კვლევების ჩატარების შემდეგ დასვამს დიაგნოზს და დაგინიშნავთ შესაბამის მკურნალობას.
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა