მოგესალმებით,
კონიუნქტივიტი თვალის შემაერთებელი გარსის – კონიუნქტივის ანთებაა. კონიუნქტივა ლორწოვანი გარსია, რომელიც ფარავს ქუთუთოების უკანა კედელს (შიდა ზედაპირს), ზედა და ქვედა ღარს და თვალის კაკალს რქოვანამდე. თვალის დახუჭვის დროს ეს გარსი დახურულ სივრცეს – კონიუნქტივურ პარკს ქმნის.
კონიუნქტივიტის მიზეზის დადგენა შესაძლებელია გამონადენის ხასიათის მიხედვით. ვირუსული ინფექციებისა და ალერგიის დროს გამონადენი უფრო წყლისებურია, ფაქტობრივად ცრემლდენაა. კატარისთვის დამახასიათებელია ლორწოვანი გამონადენი, მსუბუქი ბაქტერიული და ქლამიდიური კონიუნქტივიტისთვის — ლორწოვან-ჩირქოვანი, კერატოკონიუნქტივიტის დროს თვალი მშრალია, ხოლო ბაქტერიული ინფექციის დროს გამონადენი სქელია და ჩირქოვანი. ალერგიული კონიუნქტივიტის ერთ-ერთი განმასხვავებელი ნიშანია ქავილი, რაც სხვა კონიუნქტივიტების დროს ნაკლები ინტენსივობისაა ან საერთოდ არ შეინიშნება.
ბაქტერიული კონიუნქტივიტი გადამდებია გამონადენის გაჩენიდან მის გაქრობამდე, ანტიბაქტერიული მკურნალობის შემთხვევაში — მისი დაწყებიდან კიდევ 24 საათი. ვირუსული კონიუნქტივიტი კი გადამდებია სიმპტომების გაჩენამდეც და მათი არსებობის პერიოდშიც, ხოლო საინკუბაციო პერიოდი — დრო ინფიცირებიდან სიმპტომების გამოვლენამდე — ორი დღიდან ორ კვირამდე მერყეობს და გამომწვევზეა დამოკიდებული.
აქედან გამომდინარე, ვვარაუდობთ, რომ საქმე შესაძლოა გვქონდეს ისევ განმეორებით კონიუნქტვიტთან.
მხოლოდ ერთი თვალიდან ცრემლდენა შესაძლოა გამოიწვიოს, ჯიბლიბოს საწყისმა პერიოდმა, მშრალი თვალის სინდრომმა, შესაძლოა უცხო სხეულით გამოწვეულ გაღიზიანებასაც ჰქონეს ადგილი.
დისტანციურად მედიკამენტებზე მითითებას ვერ მოგცემთ, პირველ რიგში სასურველია გამომწვევი მიზეზი დავადგინოთ.
კლინიკაში მიმდინარე აქციის ფარგლებში, შემოგთავაზებთ ოფთალმოლოგთან უფასო კონსულტაციას, რომელიც მიმდინარეობს ყოველ ოთხშაბათსა და ხუთშაბათს.
მობრძანდით, ექიმი ჩაგიტარებთ პირველად კლინიკურ კვლევებს, დასვამს ზუსტ დიაგნოზს და დაგინიშნავთ შესაბამის მკურნალობას.
გაცნობებთ, რომ უფასო კონსულტაციისათვის აუცილებელია წინასწარ ჩაწერა ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!
კითხვა: გამარჯობა. ერთი თვის წინ თვალები გამიწითლდა და მეწვოდა ვიმკურნალე ტობრადესის წვეთებით და მალამოთი მომირჩა.ეხლა რამდენიმე დღეა ცალი თვალი მეცრემლება მირჩიეთ რამე გთხოვთ.
პასუხი: