კითხვა: გამარჯობა, 72 წლის მამაკაცს ბოლო ერთი თვეა დაეწყო მხედველობის დაქვეითება, ე.წ თითქოს ხედავს ბურუსით.მომენტალურად რამდენიმე წუთი ხედავს კარგად და შემდეგ ისევ უარესდება. საგნებს კარგად ვერ არჩევს.თვალის რომელ დაავადებას მიანიშნებს ეს სიპტომები?
პასუხი:

მოგესალმებით,
თქვენთვის განკუთვნილ პასუხში გაეცნობით შემდეგ ინფორმაციას:

  • რა არის კატარაქტა;
  • კატარაქტის ნიშნები;
  • რა იწვევს კატარაქტას;
  • კატარაქტის ოპერაცია ქირურგიის ეროვნულ ცენტრში.

დისტანციურად დიაგნოსტირება შეუძლებელია, თუმცა, თუ პაციენტის ასაკს გავითვალისწინებთ, სავარაუდოდ, ჩივილის გამომწვევია კატარაქტა, იგი თვალის ერთ-ერთი ნაწილის - ბროლის შემღვრევაა, რომლის დროსაც, მხედველობა ემსგავსება ნისლიან სივრცეში ხედვას, ხდება დაბინდული და არამკვეთრი.
კატარაქტის მიერ გამოწვეული დაბინდული მხედველობისას, პაციენტებს უჭირთ კითხვა, ფერების გარჩევა, მანქანის ტარება, ან სხვა ყოველდღიური საქმიანობის შესრულება. მსოფლიოს მასშტაბით კატარაქტა, მხედველობის დაქვეითების ყველაზე ხშირი მიზეზია, უნდა აღინიშნოს, რომ სიბრმავის 51% სწორედ კატარაქტით არის გამოწვეული.
კატარაქტის გამომწვევი მიზეზი შეიძლება იყოს:

  • თვალის ტრავმა;
  • ზოგიერთი დაავადება;
  • კორტიკოსტეროიდული პრეპარატები;
  • ჭარბი წონა;
  • თამბაქოს მოხმარება;
  • ალკოჰოლი.

თუმცა, კატარაქტა ძირითადად ასაკის მატებასთან ერთად ვითარდება.
პათოლოგია მედიკამენტურ მკურნალობას არ ემორჩილება, ამიტომ ერთადერთი გზა ოპერაციაა.

kataraqta


ჩვენი კლინიკა ჩართულია საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამაში, რომელიც უზრუნველყოფს სამედიცინო სერვისების, მათ შორის კატარაქტის ოპერაციის დაფინანსებას საქართველოს მოსახლეობისთვის.
კლინიკის აქციის ფარგლებში შეგვიძლია, შემოგთავაზოთ ოფთალმოლოგიური კვლევები მხოლოდ 30 ლარად! ვრცლად იხილეთ ბმულზე: https://kirurgia.ge/full-article/gtavazobt-oftalmologis-konsultacias/31685

უშუალო ვიზიტის დროს, პირველადი ოფთალმოლოგიური კვლევებით, აპარატულად შემოწმდება ფსკერის, ბადურის, სკლერისა და რქოვანას მდგომარეობა. ასევე, უშუალო კონსულტაციის დროს მიიღებთ სათანადო დოკუმენტებს, ფორმა №100-ს და კალკულაციას, რომლის საფუძველზეც, თქვენი საცხოვრებელი ადგილის შესაბამისი რაიონული გამგეობა ან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა დააფინანსებს ოფთალმოლოგიურ ოპერაციას.

სხვა დამატებითი ინფორმაციის მისაღებად და აქციაზე ჩასაწერად დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა