მშრალი თვალის სინდრომი - ოფთალმოლოგია

კითხვა: გამარჯობა,ხშირად ვგრძნობ თვალის სიმშრალეს და ასევე თვალზე ნებისმიერი დეკორატიული კოსმეტიკის წასმისას მიწითლდება თვალები და მაქვს სიმძიმის შეგრძნება,რისი გაკეთებაა შესაძლებელი რომ ეს მდგომარეობა შევიმსუბუქო ?
პასუხი:

მოგესალმებით,
სავარაუდოდ თქვენი ჩივილის გამომწვევი მიზეზია, მშრალი თვალის სინდრომი, რომელსაც ახასიათებს შემდეგი სიმპტომები:

  • სიწითლე;
  • ტკივილი;
  • წვა;
  • ქავილი,;
  • ჩხვლეტის შეგრძნება;
  • მხედველობის დაბინდვა;
  • რეფლექსური ცრემლდენა.

ასევე, შესაძლოა თვალის წვის გამომწვევი იყოს უხარისხო კოსმეტიკა, ამიტომ სასურველია დროებით მაინც აარიდოთ თავი მის მოხმარებას.
დისტანციურად ზუსტად დიაგნოსტირება, კლინიკური კვლევების გარეშე შეუძლებელია, ამიტომ მობრძანდით ჩვენს კლინიკაში ოფთალმოლოგთან კონსულტაციაზე, სადაც ჩაგიტარდებათ პირველადი გამოკვლევები, დაზუსტდება ან გამოირიცხება ოფთალმოლოგიური პრობლემები და დაგენიშნებათ შესაბამისი მკურნალობა.

სხვა დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა