თვალის ტკივილი - ოფთალმოლოგია

კითხვა: ბოლო,რამოდენიმე კვირაა დამეწყო თვალის ტკივილი(კონკრეტულად: მარცხენა თვალის)რა შეიძლება იყოს? და ვის მივმართო?
პასუხი:

მოგესალმებით,
ზოგადად, თვალის ტკვილი შესაძლოა სხვადასხვა მიზეზით გამოვლინდეს . მათ შორისაა – თვალის სტრუქტურების პათოლოგიური ცვლილებები, დაღლილობა, თვალის მამოძრავებელი ნერვის, საძილე არტერიისა და მისი ტოტების დაზიანება და ა.შ.
ყველაზე ხშირად თვალის ტკივილს თვალის კუნთების გადაღლა, კონტაქტური ლინზებით კაკლის დაზიანება, არასწორად შერჩეული სათვალე იწვევს.
თვალის ტკივილი სხვადასხვანაირია: საკმაოდ ძლიერიც შეიძლება იყოს და მხოლოდ სიმძიმის ან მსუბუქი დისკომფორტის შეგრძნებითაც გამოიხატებოდეს. თვალის ტკივილის გამომწვევი შესაძლოა იყოს:

  •  ალერგია;
  •  ქუთუთოების ანთება;
  •  საცრემლე სადინარის დახშობა;
  •  ქალაზიონი;
  • რქოვანას ცვეთა;
  •  გლაუკომა;
  •  თვალის ფერადი გარსის ანთება;
  •  კონიუნქტივიტი.

თქვენს შემთხვევაში, თუ რა იწვევს მხოლოდ ერთი თვალის ტკივილს, რთული სათქმელია, აუცილებელია ინსტრუმენტულად მოხდეს თვალის გამოკვლევა.
შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში ოფთალმოლოგთან კონსულტაციაზე, რომელიც საჭირო კვლევების ჩატარების შემდეგ დასვამს დიაგნოზს და დაგინიშნავთ შესაბამის მკურნალობას.
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა