კითხვა: მოგესალმებით შეგიძლიათ მიპასუხოთ რამდენად საშიშია თვალის დაავადება პტერიგიუმი?ექვემდებარება თუ არა ოპერაციას და არის თუ არა შემდგომ თავიდან აღმოცენების საფრთხე?მადლობა წინასწარ
პასუხი:

მოგესალმებით,
თქვენთვის განკუთვნილ პასუხში გაეცნობით შემდეგ ინფორმაციას:

  • რა არის პტერიგიუმი;
  • მისი განვითარების მიზეზი;
  • რას იწვევს;
  • პტერიგიუმის მკურნალობა.

პტერიგიუმი თვალის ლორწოვანი გარსის (კონიუნქტივის), კეთილთვისებიანი, არასიმსივნური ე.წ. წანაზარდია, რომელიც შეზრდილია რქოვანასთან. იგი ხასიათდება თვალის ნაპრალის არეში სამკუთხა ფორმის აპკის ზრდით.
ხშირ შემთხვევაში, პტერიგიუმის განვითარების და ზრდის ძირითადი მიზეზი, ულტრაიისფერი გამოსხივებაა, თუმცა, მის პროგესირებას ხელს უწყობს, მშრალი თვალის სინდრომი, ქარი და მტვერი.
პათოლოგია ვითარდება 30-50 წლის ასაკში, თუმცა, ბავშვთა ასაკში, ე.წ. სუსტმა თვალმა, შესაძლოა საფრთხის წინაშე დააყენოს მცირეწლოვანი.

pterigiumi


თუ პტერიგიუმი შეჭრილია რქოვანაში, მას შეუძლია არამხოლოდ ვიზუალური დეფექტი იქონიოს თვალის წინა ზედაპირის ფორმაზე, არამედ გამოიწვიოს ასტიგმატიზმი ან სხვა ტიპის გადახრები, რაც გავლენას ახდენს მხედველობაზე.
თუ პტერიგიუმი მცირე ზომისაა, არ ვრცელდება რქოვანაზე და არ იწვევს მხედველობის დაქვეითებას, ინიშნება კონსერვატიული მკურნალობა რათა, არ განიცადოს პროგესირება. სხვა შემთხვევაში, დიახ, მკურნალობა ქირურგიულია და შესაძლოა, გამოვლინდეს პათოლოგიის რეციდივი.
მკურნალობის მეთოდის დაგეგმარების მიზნით, შეგიძლიათ, მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში, სადაც დახმარებას გაგიწევთ მაღალკვალიფიციური ექიმი მაკა რობაქიძე.

სხვა დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა