პარკინსონი - ნევროლოგია

კითხვა: პარკისონის ნიშნები და მკურნალობა.
პასუხი:

მოგესალმებით,
პარკინსონი მოძრაობის დარღვევით მიმდინარე ქრონიკული პროგრესირებადი დაავადებაა, რომელსაც თავის ტვინში მიმდინარე პათოლოგიური პროცესები განაპირობებს. თავის ტვინის პროგრესულ დაზიანებას კი, დოფამინის დეფიციტი იწვევს.

დოფამინი

ეს არის ნივთიერება, რომელსაც ორ ნერვულ უჯრედს შორის ინფორმაცია გადააქვს. ის თავის ტვინის ქერქქვეშა ბირთვებში – შავ სუბსტანციაში გამომუშავდება. პარკინსონის დაავადების დროს სწორედ დოფამინის წარმომქნელი უჯრედები ნადგურდება. ამ ნივთიერების ნაკლებობა კი, თავის მხრივ, იწვევს ნეირონული კავშირების რღვევას და ამით განპირობებულ ისეთ სიმპტომებს როგორებიცაა:

  • შებოჭილობა;
  • ზემო კიდურების კანკალი;
  • მოძრაობათა შენელება და გაღარიბება;
  • სიარულის გაძნელება;
  • სახის გამომეტყველების მოშლა;
  • მონოტონური საუბარი.

პარკინსონის დაავადების დიაგნოსტირება ემყარება ანამნეზს და ნევროლოგიური გასინჯვის მონაცემებს, არც ერთი ინსტრუმენტული კვლევა არ იძლევა პირდაპირი დიაგნოსტირების საშუალებას. თუმცა, მაგალითად, DAT (Dopamine Transporter Imaging) სკანირებით შესაძლებელია თავის ტვინში დოფამინის შემცველობის განსაზღვრა. ამ კვლევას მიმართავენ, როდესაც დაავადება ადრეულ ასაკში იწყება ან სიმპტომოკომპლექსი მწირია და კლინიკური სურათის საფუძველზე დიაგნოზის დასმა ჭირს. თუმცა, აღნიშნული კვლევა საქართველოში არ ტარდება.
ამჟამად მსოფლიოს რიგ ქვეყნებში დანერგილია და მალე ჩვენს კლინიკაშიც იქნება შესაძლებელი პარკინსონიზმის მკურნალობა ქირურგიული მეთოდით, რაც გულისხმობს სპეციალური ელექტროსტიმულატორის იმპლანტაციას, რომლის შედეგად პაციენტს უბრუნდება ნორმალური მოტორული აქტივობის შესაძლებლობა.
რაც შეეხება სამკურნალო პროგრამას, იგი ყველა პაციენტისათვის ინდივიდუალურია.
რაციონალურად შერჩეული სამკურნალო სქემა დროთა განმავლობაში სასურველ შედეგს გამოიღებს, მთავარი სამკურნალო საშუალებები კი ის პრეპარატებია, რომლებიც მოქმედებენ ნერვულ მედიატორებზე.
თუ თქვენ ეჭვობთ, რომ პარკინსონი გაქვთ, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებად უნდა მიმართოთ ექიმს.
გირჩევთ, მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში ნევროლოგთან, სადაც ანამნეზის შეკრებისა და მონაცემთა ობიექტური შეჯერების შემდეგ, დაგენიშნებათ შესაბამისი მკურნალობა.

სხვა დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა