ვიზიტი ნევროლოგთან და გინეკოლოგთან - ნევროლოგია

კითხვა: გამარჯობა..მაწუხებდა კისერში და თავში წკაპუნის ხმები...საათის ისარი რომ მოძრაობს დაახლოებით ეგ ხმა...ექიმთან მივედი გავიკეთე კისის მალების რეტგენი,ნორმაშია. სისხლის ანალიზი გავიკეთე და როე მაქვს მაღალი.18 ში ველოდებოდი მენსტრუაციას,19 ავიღე ანალიზი.მაგრამ ჯერ გადამიცდა. პლუს ამას სასქესო ორგანოს წვა და ქ ავილი მაქვს და შეიძლება ანთება მქონდეს და ამას გამოეწვია?
პასუხი:


მოგესალმებით,
მიმოწერის რეჟიმში დიაგნოსტირება შეუძლებელია. თუმცა, შესაძლოა, ჩივილის გამომწვევი იყოს, როგორც კისრის ნაწილის ოსტეოქონდროზი და მალთაშორისი თიაქარი, ისე ხერხემლის სვეტის სხვა პათოლოგია.
ამ შემთხვევაში გირჩევთ, ჩაიტაროთ კისრის მალების მრტ, რადგან ხერხემლის სვეტის კვლევის ოქროს სტანდარტს წარმოადგენს მაგნიტურ–რეზონანსული ტომოგრაფია.
რაც შეეხება სასქესო ორგანოების წვასა და ქავილს, შესაძლოა ეს უკავშირდებოდეს ბაქტერიულ ვაგინიტს.
თუ წვის შეგრძნებას უჩივით შარდვის დროსაც, რომელსაც დაერთვის საკვერცხეების ტკივილიც, მაშინ შესაძლოა ჩივილის გამომწვევი იყოს ცისტიტი. იგი შარდის ბუშტის კედლის ინფექციურ-ანთებითი პროცესია, თუმცა შარდის გამომყოფ გზებს ისეთი ანატომიური წყობა აქვს, რომ როდესაც ცისტიტზე ვლაპარაკობთ, შარდის ბუშტის ანთებასთან ერთად შარდსადინარის ანთება - ურეთრიტიც იგულისხმება.
სწორი დიაგნოზისა და მართებული მკურნალობის შემთხვევაში უსიამოვნო შეგრძნებებს და თვით დაავადებასაც იოლად დააღწევთ თავს.
ამიტომ, ამ შემთხვევაში უმჯობესია, ვიზიტზე მიბრძანდეთ გინეკოლოგთან.
კლინიკის აქციის ფარგლებში შეგვიძლია, შემოგთავაზოთ თავის ტვინისა და კისრის მალების მაგნიტურ-რეზონანსულ ტომოგრაფია ფასდაკლებით, ვრცლად იხილეთ ბმულზე: https://kirurgia.ge/article/20575/uprecedento-aqcia--gtavazobt-tavis-tvinisa-da-kisris-malebis-magnitur-rezonansul-tomografias
ასევე, სრული გინეკოლოგიური გამოკვლევა : https://kirurgia.ge/article/26396/chaitaret-sruli-ginekologiuri--gamokvleva-191-laris-nacvlad-75-larad
კვლევის ჩატარების შემდეგ დიაგნოსტირდება ჩივილების გამომწვევი მიზეზი და დაგენიშნებათ შესაბამისი მკურნალობა.
სხვა დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა