კითხვა: თავის ტვინის ავთვისებიან სიმსივნეზე 4 სტადიაზე..რატომ.უკეთებენ აბლაციას და რას ნიშნავს ეს აბლაცია?
პასუხი:
მოგესალმებით! აბლაცია არის ოპერაცია, რომლის დროსაც ხდება პათოლოგიურად შეცვლილი ქსოვილის უბნის გამოწვა ლაზერის, ელექტროინსტრუმენტის ან ქიმიური ნივთიერების საშუალებით ან მოცილება მექანიკური გზით. ადრეულ სტადიაზე აბლაციის შედეგი არის სიმსივნის მოშორება, ანუ მისგან განკურნება. ფაქტობრივად, როცა ადრეულ სტადიაზე ფიქსირდება სიმსივნის არსებობა და კეთდება რადიოსიხშირული აბლაცია , შედეგი პრაქტიკულად არის იგივე, რაც ამ სიმსივნის ქირურგიული წესით მოცილების შემთხვევაში. თუმცა, ტუმორი ანუ სიმსივნე უნდა იყოს მცირე ზომის. მისი აბლაციის შემთხვევაში პაციენტი პრაქტიკულად განკურნებულია.ხოლო მე–4 სტადიის დროს აბლაცია ტარდერბა სიმსივნის ზომაში შემცირების და პალიატიური მიზნებისათვის .გმადლობთ, რომ დაინტერესდით ჩვენი კლინიკით, გისურვებთ ჯანმრთელობას!