მოგესალმებით! იმ ქვეყნებში, სადაც აბორტი ოფიციალურად აკრძალული არ არის, მის შედეგად ყოველდღიურად 200-ზე მეტი ქალი იღუპება. წლის განმავლობაში კი სიკვდილიანობის მაჩვენებელი 70 ათასს აღწევს. 24 წლამდე ასაკის ყოველ მე-3 და 30-დან 44 წლამდე ასაკის ყოველ მე-8 ქალს ერთხელ მაინც აქვს გაკეთებული აბორტი. ადრეულ ასაკში გაკეთებული აბორტი ასიდან 25-30 შემთხვევაში - დედის, ხოლო 20-25 შემთხვევაში - ნაყოფის სიკვდილის მიზეზია. აბორტი ორსულობის ხელოვნური შეწყვეტაა. კონტრაცეფციისგან განსხვავებით, რომლის მიზანი ორსულობისგან თავის დაზღვევაა, აბორტი არის უკვე ჩასახული ნაყოფის მოცილება და განურჩევლად ორსულობის ვადისა, აბორტის მეთოდისა (მედიკამენტური, ინსტრუმენტული, ვაკუუმური და სხვა) თუ ზომისა (მინი თუ დიდი), სულიერი არსების მკვლელობას წარმოადგენს. გაცნობებთ რომ, "ქირურგიის ეროვნულ ცენტრში" აბორტი არ კეთდება. გმადლობთ, რომ დაინტერესდით ჩვენი კლინიკით, გისურვებთ ჯანმრთელობას!
კითხვა: გამარჯობა სასწრაფოდ მაინტერესებს. ვარ 11 კვირის ორსული. 1წლის და 2 თვის წინ გავიკეთე საკეისრო. რამდენად შესაძლებელია ნარკოზით გაკეთება აბორტის და რა დამიჯდება? ძალიან გთხოვთ მიპასუხოთ
პასუხი: