კითხვა: აკნეს და მის მიერ დატოვებულ ლაქებს, როგორ ვუმკურნალო?
პასუხი:

მოგესალმებით,
აკნე კანის ყველაზე გავრცელებული ქრონიკული დაავადებაა. მისთვის დამახასიათებელია კანისა და თმის ცხიმიანობის მატება (სებორეა), შავი და თეთრი ფერიმჭამელები, ჩირქოვანი გამონაყარი (აკნე), რომელიც უპირატესად სახეზე, გულმკერდზე, ბეჭებზე, მხრებზე ჩნდება. განვითარების მიზეზი ჰორმონული დისბალანსია, რომელიც თირკმელზედა ჯირკვლების დისფუნქცით არის გამოწვეული.
აღნიშნული დაავადების მიმდინარეობას ამძიმებს თვითმკურნალობა, რომლის შედეგადაც კანის საფარველის მეორეული ინფიცირება ღრმავდება. აქედან გამომდინარე, გირჩევთ მიმართოთ ექიმ–დერმატოლოგს, რომელიც ობიექტურად შეაფასებს თქვენს მდგომარეობას, ჩაგიტარებთ საჭირო კვლევებს და განსაზღვრავს მკურნალობის მეთოდს.
გაცნობებთ, რომ ცენტრში, ამ ეტაპზე დერმატოლოგი არ გვყავს, ამიტომ სამწუხაროდ ვერ დაგეხმარებით.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა