ჯიბერის ვარდისფერი პიტირიაზი - დერმატოლოგია

კითხვა: მოგესალმებით. ე.წ ჟიბერის დაავადების დროს, როდესაც არის გამონაყარი ზედა ტანზე ქავილის გარეშე, დღეში ორჯერ ბავშვის პუდრას შეფრქვევას ვახდენთ, დიეტას ვიცავთ, ტანსაცმელი ბამბის ქსოვილის გვაცვია. გავიდა სრული 10 დღე და შედეგი არ გვაქვს. არის თუ არა ამ დაავადებისთვის ეს ვადა ნორმალური მიმდინარეობის და რაიმე დასალევსაც ხო არ გვირჩევდით დამატებით? ექიმმა მხოლოდ ლორინდენ- ც მაზის გამოყენება გვირჩია. მადლობა
პასუხი:

მოგესალმებით,
თქვენთვის განკუთვნილ პასუხში იხილავთ შესაბამის ინფორმაციას:

  • რა არის ჯიბერის დაავადება;
  • მისი ხელშემწყობი ფაქტორები;
  • ჯიბერის დაავადების მკურნალობის ხანგრძლივობა.

jiberis_daavadeba

ჯიბერის ვარდისფერი პიტირიაზი არის კანის ინფექციურ–ალერგიული დაავადება, რომელიც უმთავრესად კანის ზედაპირულ, რქოვანა შრეს აზიანებს.
დაავადება ქრონიკულად მიმდინარეობს და მწვავე მოვლენები არ ახასიათებს. მისი ძირითადი სიმპტომი მცირე ზომის (დაახლოებით ერთთეთრიანის ოდენა) მომრგვალო, მკვეთრ საზღვრებიანი ლაქებია, რომლებიც ზოგჯერ იქერცლება, ზოგჯერ კი შეერთების ტენდენციას ამჟღავნებს.
გამონაყარი უმთავრესად ტანის ზედა ნაწილზე – მხრებზე, გულმკერდზე, კისერსა და ზურგზე ჩნდება. როგორც წესი, იგი არ არის გადამდები და თვითგანკურნებადია.
მისი ხელშემწყობი ფაქტორები მაღალი ტემპერატურა და ოფლიანობაა. ამავე ნუსხას შეგვიძლია მივაკუთვნოთ:

  • გარემოს მაღალი ტენიანობა;
  • ფარისებრი ჯირკვლის უკმარისობა;
  • კანის ბარიერული ფუნქციის დარღვევა;
  • მალნუტრიცია (არასრულფასოვანი კვება);
  • სინთეზური ქსოვილის სამოსის რეგულარული ტარება.

მკურნალობის ხანგრძლივობა გამონაყარის ფართობზეა დამოკიდებული, საშუალოდ 3-4 კვირა გრძელდება და უმეტესად ეფექტურია. თუ დაზიანების კერები დიდი არ არის, ადგილობრივი საშუალებების დახმარებით გამონაყარი მთლიანად ალაგდება.
გირჩევთ, კვლავინდებურად მიმართოთ დერმატოლოგს, რომელიც მოგცემთ შესაბამის რეკომენდაციას,
აღნიშნული სპეციალისტი არ გვყავს ცენტრში, ამიტომ ჩვენ ვერ დაგეხმარებით.

გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა