მოგესალმებით,
მეჭეჭი კანის კეთილთვისებიანი წარმონაქმნია. ის უმეტესად ვირუსული ეტიოლოგიისაა. მეჭეჭს სხვადასხვა სახეობისა და ტიპის ვირუსი იწვევს, რომელთა შორის ყველაზე მეტად პაპილომავირუსია გავრცელებული.
მეჭეჭის ზომა და ფორმა დამოკიდებულია როგორც მის ლოკალიზაციაზე (ადგილმდებარეობაზე), ისე ტრავმატიზაციის დონეზე, რომელსაც შესაბამისი უბანი განიცდის.
ჩვეულებრივი მეჭეჭები ყველაზე მეტად არის გავრცელებული და ყველაზე უფრო კეთილთვისებიანია. მათი დიამეტრი, ჩვეულებრივ, არ აღემატება ერთ სანტიმეტრს. საკმაოდ მკვრივი კონსისტენციისაა, აქვს მკვეთრი კონტურები და უსწორმასწორო ზედაპირი. უმეტესად მომრგვალოა, თუმცა გვხვდება უსწორმასწორო ფორმისაც.
აუცილებელია მიმართოთ დერმატოლოგს, რათა განსაზღვროს, რა ტიპისაა წარმონაქმნი (საერთოდ, პაპილომითაა გამოწვეული თუ არა) და დაგინიშნოთ შესაბამისი მკურნალობა.
სამწუხაროდ ამ ეტაპზე აღნიშნული სპეციალისტი არ გვყავს და ვერ დაგეხმარებით.
გმადლობთ, რომ დაინტერესდით ჩვენი კლინიკით, გისურვებთ ჯანმრთელობას !
კითხვა: მოგესალმებით. მაქვს პაპილომის წარმონაქმნები და რაც დრო გადის მათი რიცხვი მატულობს. შეიძლება თუ არა მათი შეჩერება მკურნალობით?? რამდენად საშიშია და ვის უნდა მივმართო??
პასუხი: