მოგესალმებით,
მიმოწერის რეჟიმში დიაგნოსტირება შეუძლებელია, თუმცა შესაძლოა საქმე გვქონდეს ძირმაგარასთან ან თმის ჩაბრუნებასთან.
რაკი სხვა ჩივილებს არ აღწერთ, ამ ეტაპზე ალერგიულ ფონს გამოვრიცხავთ.
პირველ რიგში სასურველია კონსულტაცია გაიაროთ დერმატოლოგთან, რათა მოხდეს დიფერენცირება კანის ჩირქოვან ინფექციებს შორის.
თუ დადგინდება ქირურგიული ჩარევის საჭიროება, შეგიძლიათ მობრძანდეთ კლინიკაში ექიმ–ქირურგთან კონსულტაციის მიზნით, რომელიც ობიექტურად შეაფასებს თქვენს მდგომარეობას და განსაზღვრავს მკურნალობის მეთოდს.
● ანალოგიურ შეკითხვაზე პასუხი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://kirurgia.ge/29/shekitkhva-eqims/23
გაცნობებთ, რომ ქირურგთან კონსულტაცია უფასოა და ტარდება ყოველ ხუთშაბათს.
აუცილებელია წინასწარ ჩაწერა, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!