მოგესალმებით,
ატოპიური დერმატიტის განვითარებაში დიდ როლს თამაშობს გენეტიკური წინასწარგანწყობა, ხოლო ზოგიერთ შემთხვევაში – ფაქტორები, მაგალითად როგორიცაა: კვების პროდუქტები.
ატოპიური დერმატიტის დიაგნოსტიკა ხდება ჩივილების მიხედვით და კანის დათვალიერებით. ასევე ტარდება შემდეგი კვლევები: სისხლის გამოკვლევა ანტისხეულებზე, განავლის ანალიზი დისბაქტერიოზზე. ენდოკრინული სისტემის გამოკვლევა.
ატოპიური დერმატიტი მწვავდება უპირატესად შემოდგომასა და ზამთარში, როცა გარემო ტემპერატურა ვარდება, ხოლო საყოფაცხოვრებო ფართებში ირთვება გათბობის სისტემა და იწყება კანის გამოშრობის პროცესი; მისი სტრუქტურა და წყლის ბალანსი დარღვეულია. ეს კი მიგვითითებს კანის განსაკუთრებული მოვლის აუცილებლობაზე.
აუცილებელია მიმართოთ ექიმს, რათა სწორად შეირჩეს მედიკამენტური მკურნალობა.
აღსანიშნავია აგრეთვე არასპეციფიური სარეცხი საშუალებების გამოყენება.
მნიშვნელოვანია ბუნებრივი მასალისგან დამზადებული სამოსის გამოყენება, ყოველდღიური ჰიგიენა, აბაზანის მიღების დროს წყალი არ უნდა იყოს ძალიან ცხელი, მნიშვნელოვანია ფრჩხილების მოვლა, სტრესის და ალერგენების არიდება, სწორი კვების რეჟიმის შერჩევა, საყოფაცხოვრებო ფართში ჰაერის დატენიანება.
რაც შეეხება მკურნალობას, გულისხმობს უპირველეს ყოვლისა გამაღიზიანებელი ფაქტორების მოცილებას, ჰიპოალერგიული დიეტის დაცვას, კუჭის მოქმედების მოწესრიგებას. ამ დროს ასევე ინიშნება ანტიჰისტამინური პრეპარატები, დამამშვიდებელი და სედაციური საშუალებები. გარეგანი თერაპია უნდა წარიმართოს კლინიკური სურათის მიხედვით, რაც შეიძლება მოიცავდეს როგორც ადგილობრივად სტეროიდული მალამოების, ისე კანის დამატენიანებელი საშუალებების გამოყენებას.
როგორც წინა შეტყობინებაში უკვე მოგახსენეთ, აუცილებელია გაიაროთ კონსულტაცია, შესაბამის სპეციალისტთან.
მიმართეთ დერმატოლოგს, რომელიც ობიექტურად შეაფასებს მდგომარეობას და დაგინიშნავთ ინდივიდუალურ მკურნალობას.
ამ ეტაპზე აღნიშნული სპეციალისტი არ გვყავს ცენტრში, ამიტომ სამწუხაროდ ვერ დაგეხმარებით.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას!
კითხვა: მადლობა ყურადღებისთვის და ინფორმაციისთვის, მაინტერესებს სად მკურნალობენ ატოპიურ დერმატიტს, არის ქვეყნები სადაც ხდება მისი განკურნება? კიდევ მაინტერესებს საშიშა თუ არა ეს დაავადება ? და რამდენად საშიშია, მისმა გამწვავებამ რა შეიძლება გამოიწვიოს? შესაძლოა თუ არა რაიმე გართულება გამოიწვიოს მომავალში? აქამდე არ მქონია მსგავსი პრობლემები .
პასუხი: