კითხვა: გამარჯობა.. ჰერპესი მიჩნდება ყოველი გრიპის დროს, სამკურნალოდ დერმატოლოგს უნდა მივმართო?
პასუხი:

მოგესალმებით!
ჰერპეს ვირუსით დაავადების რისკი მაღალი აქვთ სუსტი იმუნური სისტემის მქონე პირებს. ვირუსი კანის კანთან კონტაქტისას გადაედება, მისი წყარო კი, წესისამებრ, ინფიცირებული ზრდასრულია. ხშირია ინფიცირება კოცნის, სახეზე შეხების, სხვისი საპარსი თუ კოსმეტიკური საშუალებების გამოყენებისას, თანაც არა მხოლოდ მაშინ, როცა ინფექციის წყაროს გამონაყარი აქვს. მდგომარეობას, როცა გამონაყარი არ შეინიშნება, მაგრამ ადამიანი მაინც ავრცელებს ინფექციას.ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რაც მარტივი ჰერპესის ვირუსის შესახებ უნდა ვიცოდეთ, ის არის, რომ ადამიანის ორგანიზმში მოხვედრილი ვირუსი მას აღარასოდეს ტოვებს, პირველი გამოვლენის შემდეგ კანის უჯრედებიდან ნერვულისკენ გადაინაცვლებს და სამუდამოდ რჩება მათში. ამ დროს ამბობენ, რომ ვირუსი ლატენტურ ანუ ძილის ფაზაში გადავიდა.
მოგცემთ რამოდენიმე პრაქტიკულ რჩევას:

  • ერიდეთ მაპროვოცირებელ ფაქტორებს, რომლებმაც შესაძლოა რეციდივს შეუწყოს ხელი, მაგალითად, სტრესს და გარუჯვას. ასევე – ალკოჰოლურ სასმელებს, ცხარე და მლაშე საკვებს, ციტრუსებს;
  • ეცადეთ, არ გაავრცელოთ ვირუსი და სხვების დაავადების მიზეზად არ იქცეთ. ორალური ჰერპესის დროს არავის აკოცოთ. ნურავის ათხოვებთ პირადი ჰიგიენის ნივთებს და კოსმეტიკურ საშუალებებს.
  • თუ იმ უბანში, სადაც ადრე გამონაყარი გქონდათ, ქავილს, წვას ან ჩხვლეტას გრძნობთ, ეცადეთ, ეს არე სხეულის სხვა ნაწილებს მოარიდოთ, რათა ჰერპესული გამონაყარი სხვაგანაც არ გარცელდეს. ნუ შეეხებით გამონაყარს ხელით, წამალი ყურის ჩხირით წასვით. თუ შეხება მაინც მოგიხდათ, მაშინვე დაიბანეთ ხელები.
  • ჩამოიბანეთ გამონაყარი თბილი წყლითა და ანტისეპტიკური საპნით;
  • გამოიყენეთ დამატენიანებელი ბალზამი ტუჩების გამოშრობის თავიდან ასაცილებლად;
  • ერიდეთ ჰერპესულ გამონაყართან პირდაპირ კონტაქტს;
  • პირსახოცი და თეთრეული ყოველი გამოყენების შემდეგ მდუღარე წყალში გარეცხეთ;
  • ნუ გამოიყენებთ სხვის ჭურჭელს, სათვალეს, პირადი ჰიგიენის ნივთებს და კოსმეტიკას.

დიაგნოსტირების, მკურნალობისა და რეკომენდაციისათვის უმჯობესია მიმართოთ ვირუსოლოგს, აგრეთვე დერმატოლოგს. სამწუხაროდ, ამ ეტაპზე ვერ დაგეხმარებით.
გმადლობთ, რომ დაინტერესდით ჩვენი კლინიკით, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა