ვარდისფერი პიტირიაზი - დერმატოლოგია

კითხვა: გამარჯობა, მაქვს ვარდისფერი პიტილიაზი, როგორ ხდება მკურნალობა? & შეიზლება ტრიდერმის მაზის გამოყენება?
პასუხი:

მოგესალმებით,
პიტირიაზი არის კანის სოკოვანი დაავადება. რომელიც უმთავრესად კანის ზედაპირულ, რქოვანა შრეს აზიანებს.
პიტირიაზი გადამდები დაავადებაა, იგი უმთავრესად ტანისამოსის, თეთრეულის, პირსახოცის მეშვეობით გადაედება, ზოგჯერ – სამკაულის მეშვეობითაც.
დაავადება ქრონიკულად მიმდინარეობს და მწვავე მოვლენები არ ახასიათებს. მისი ძირითადი სიმპტომი მცირე ზომის (დაახლოებით ერთთეთრიანის ოდენა) მომრგვალო, მოყავისფრო-მოთეთრო მკვეთრ საზღვრებიანი ლაქებია, რომლებიც ზოგჯერ იქერცლება, ზოგჯერ კი შეერთების ტენდენციას ამჟღავნებს.
გამონაყარი უმთავრესად ტანის ზედა ნაწილზე – მხრებზე, გულმკერდზე, კისერსა და ზურგზე ჩნდება.
ხელშემწყობი ფაქტორები მაღალი ტემპერატურა და ოფლიანობაა. ამავე ნუსხას შეგვიძლია მივაკუთვნოთ:

  • გარემოს მაღალი ტენიანობა;
  • ზოგიერთი ენდოკრინული დაავადება (მაგალითად, შაქრიანი დიაბეტი, კუშინგის დაავადება);
  • ფარისებრი ჯირკვლის უკმარისობა;
  • კანის ბარიერული ფუნქციის დარღვევა;
  • მალნუტრიცია (არასრულფასოვანი კვება);
  • სინთეზური ქსოვილის სამოსის რეგულარული ტარება.

მკურნალობის ხანგრძლივობა გამონაყარის ფართობზეა დამოკიდებული, საშუალოდ 3-4 კვირა გრძელდება და უმეტესად ეფექტურია. თუ დაზიანების კერები დიდი არ არის, ადგილობრივი საშუალებების დახმარებით გამონაყარი მთლიანად ალაგდება.
გირჩევთ, თავი აარიდოთ თვითმკურნალობას და მიმართოთ დერმატოლოგს, რომელიც მოგცემთ შესბამის რეკომენდაციას,
აღნიშნული სპეციალისტი არ გვყავს ცენტრში, ამიტომ ჩვენ ვერ დაგეხმარებით.

გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა