მოგესალმებით!
სებორეა კანის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა. ეს არის კანის ფუნქციური მდგომარეობის ცვლილება, რომელსაც საფუძვლად უდევს ცხიმოვანი ჯირკვლების სეკრეტორული ფუნქციის დარღვევა. ამ დროს კანის ცხიმი ჭარბად ან ნაკლული ოდენობით გამომუშავდება და შეცვლილია მისი ხარისხიც.
სებორეა უმეტესად ცხიმოვანი ფორმით მიმდინარეობს. ამ დროს სებორეული ზონები - სახე (შუბლი, ცხვირი, ცხვირ-ტუჩის სამკუთხედი), თავის თმიანი ნაწილი, დეკოლტეს ზონა და ბეჭები - იღებს მოყვითალო ელფერს, ხდება გადამეტებულად ცხიმიანი, კანი პრიალებს, უხეშდება, სქელდება, ფორები ფართოვდება. აღინიშნება ძლიერი, ზოგჯერ აუტანელი ქავილი.
ცხიმოვანი სებორეის დროს კანის ცხიმის ჭარბი გამოყოფა იწვევს კანის უჯრედების გარქოვანებისკენ მიდრეკილებას, რის შედეგადაც ჩნდება ქერტლი. თმა სწრაფად ცხიმიანდება, ეწებება ერთმანეთს, ზოგჯერ შეინიშნება ცვენაც.
დისტანციურად ჰიგიენურ და ჰიპოალერგიულ საშუალებებს ვერ გირჩევთ, ეს არაპროფესიული იქნება ჩვენი მხრიდან.
რეკომენდაციისათვის მიმართეთ მკურნალ ექიმს.
ამ ეტაპზე დერმატოლოგი არ გვყავს ცენტრში, ამიტომ სამწუხაროდ ვერ დაგეხმარებით.
გმადლობთ, რომ დაინტერესდით ჩვენი კლინიკით, გისურვებთ ჯანმრთელობას!
კითხვა: 15 წლის ბიჭს აქვს აკე1,70,სებორეული დერმატიტი1,21 .მაინტერესებს რომელი შამპუნი გამოვიყენოთ თმაზე ცხიმიანობის შესამცირებლად.ან რა რჩევას მოგვცემთ, რომ დაავადების სიმპტომები ნაკლებად შემაწუხებელი იყოს.
პასუხი: