გამონაყარი - დერმატოლოგია

კითხვა: გამარჯობა. თითქმის სამი წელია მაქვს გამონაყარი სხეულზე, ეპილატორით გავიკეთე ეპილაცია 3 წლის წინ მკლავებზე და იმას დავაბრალე, მაგრამ რა თქმა უნდა ზუსტად არ ვიცი რამ გამოიწვია. ჯერ მკლავებზე დამეწყო, მერე ტანზე და ფეხებზეც გადამივიდა, მოკლედ მთელს სხეულზე მაქვს წვივების გარდა, სანამ იქამდე ჩავა იქნებ ვუშველო რამე. გამონაყარი არც წყლულოვანია და არც ჩირქოვანი, არც იქერცლება, წითელია კანქვეშ და მექავება. ვიცი რომ ძალიან დავაგვიანე, მაგრამ იქნებ მირჩიოთ რამე, ექიმთან ვერ მივდივარ უსახსრობის გამო, ვერ გავიკეთებ იმ ძვირიან ანალიზებს. ვიცი რომ ძნელია ასე კონსულტაციის გაწევა, მაგრამ იქნებ მითხრათ რა შეიძლება იყოს დაახლოებით მაინც ამ აღწერით და რით შეიძლება ვიმკურნალო. მადლობა დიდი წინასწარ
პასუხი:

მოგესალმებით,
გასაგებია თქვენი მდგომარეობა, თუმცა გამონაყარის ტიპის განსაზღვრისათვის, კანზე განვითარებული პიგმენტის დიაგნოზი ძირითადად უნდა დაისვას თვალით.
მიმოწერის რეჟიმში, ვერ განვსაზღვრავთ რა სახის ცვლილებას შეიძლება ჰქონდეს ადგილი.
აუცილებელია მიმართოთ დერმატოლოგს. თავი აარიდეთ თვითმკურნალობას, რადგან შესაძლოა გამოიწვიოთ მდგომარეობის გაუარესება !
ამ ეტაპზე აღნიშნული სპეციალისტი არ გვყავს ცენტრში, ამიტომ სამწუხაროდ ვერ დაგეხმარებით.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა